"ფაქტი, რომელიც შევარდნაძის ეპოქის შემდეგ არ გვსმენია" - ხერხეულიძე ელისაშვილის განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:01, 09 Dec, 2015     1843

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ეკა ხერხეულიძე თბილისის საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან კონკრეტული პატიმრების შეწყალების სანავცლოდ მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლასა და ქრთამის შეთავაზებაზე ისაუბრა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ადამიანები ვინც აღნიშნულ ქმედებას სჩადიოდნენ, ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდნენ.

"ყველამ მოვისმინეთ თბილისის საკრებულოს წევრ ალეკო ელისაშვილის განცხადება, სადაც ის სრულიად გაუგონარ ამბავზე საუბრობს და დღეს უკვე პროკურატურაში, კონკრეტულად ასახელებს გვარებს, თუ რომელი მაღალჩინოსანი სთავაზობდა მას კონკრეტული პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ გარკვეულ თანხას. ვფიქრობ, ესაა ფაქტი, რომელიც შევარდნაძის ეპოქის შემდეგ არ გვსმენია. ესაა შემაშფოთებელი განცხადება, რადგან როცა ქვეყნისთვის კორუფცია სამარკო ნიშანი ხდება, ეს საყოველთაო განგაშს იმსახურებს. ამის ფონზე, მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოლონ, ვერ ხელისუფლებისგან ვერაფერს ვერ ირწმუნებენ. ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ის პირები, რომლებიც მსგავს იძულებას ახორციელებდნენ, აუცილად უნდა ჩამოშორდნენ ხელისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ელისაშვილის თქმით, მან ამის შესახებ პროკურატურას წელიწად-ნახევრის წინ აცნობა, ვაჭრობის ფასმა აიწია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მსგავსი ფაქტები ცხოვრების ნორმა გახდა.

საგანგაშო იყო განცხადება იმის თაობაზე, რომ პოლიტპატიმართა სია გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაკომპლექტდა. ეს ფაქტები არ შეიძლება უგულვებელყოფილი იყოს. თუ პროკურატურა გაჩუმდება, ელისაშვილმა კონკრეტული გვარები საზოგადოებას უნდა უთხრას, რომ ჩვენ იმ წუმპეში არ დავბრუნდეთ, რომელშიც ადამიანის სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს" - აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42