სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების შემოწირულობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულება მიიღეს. აქედან ყველაზე მეტი შემოწირულობა მიღებული აქვს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ 536 355 ლარის ნოდენობით.
აქედან ფულადი შემოწირულობაა 526 000 ლარი, არაფულადი - 10 095 ლარი.
შემდეგ მოდის პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 279 710 ლარი. ალასანიას პარტიამ მთლიანი თანხა ფულადი შემოწირულოის სახით მიიღო.
260 240 ლარი მიიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობის სახით. მათაც აღნიშნული თანხა სრულად ფულადი სახით აქვთ მიღებული. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ადგილები შემოწირულობის რაოდენობის მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
"პატრიოტთა ალიანსი" – 171 170 ლარი, "დევნილთა პარტია" – 52 151 ლარი, "თავისუფალი საქართველო" – 34 546 ლარი, "რესპუბლიკური პარტია" – 29 368 ლარი (აქედან 27 988 ლარი საწევროა), "ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" – 23 360 ლარი, "ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია" – 14 120 ლარი, პარტია "განახლებული საქართველოსთვის" – 2 875 ლარი, "კონსერვატიული პარტია" – 1 320 ლარი, "ხალხის პარტია" – 1 135 ლარი, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" – 1 107 ლარი, "ქართული პარტია" – 1 000 ლარი, "ქართული დასი" – 861 ლარი.

მასალის გამოყენების პირობები






