საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს- TI
პოლიტიკა - 13:32, 09 Dec, 2015     1364
საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის, სამუშაოს აღწერილობის თუ თანამდებობრივი სარგოს შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილ ზღვარს აჭარბებს.

ორგანიზაციამ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად ინფორმაცია 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან გამოითხოვა , რომელშიც შედიოდა ყველა სამინისტროს 3 ცენტრალური აპარატი, მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ინფორმაციით მათ მიერ შესწავლილი 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63 ვერ აკმაყოფილებდა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილ ლიმიტს (საშტატოს 2%, ან 5 ერთეული). მიუხედავად ამისა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს საბიუჯეტო ორგანიზაციები კანონს არღვევენ. 2015 წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონი.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, შტატგარეშე მოსამსახურეთა ლიმიტის გაზრდა კანონით დაშვებულია. როცედურის თანახმად, უწყება, მიმართავს მთავრობას ლიმიტის გაზრდის თაობაზე, ხოლო მთავრობა განკარგულებით აძლევს თანხმობას. შესწავლილი 79-დან 61 უწყებას მთავრობის მიერ თანხმობა ჰქონდა შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის გაზრდაზე. სულ მთავრობამ 2013-2015 წლებში სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან დაკავშირებით 170-მდე განკარგულება გამოსცა, რომელიც ამ უწყებებს აძლევდა უფლებას შეეცვალათ საბიუჯეტო კოდექსით დადგენლილი შეზღუდვები. ორგანიზაციის კვლევის მიხედვით რამდენიმე ორგანიზაცია ლიმიტს ასეულობით პროცენტით აჭარბებს, თუმცა როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ აღნიშნავს როდესაც 79 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 61-ს საგრძნობლად გაზრდილი აქვს ლიმიტი ეს მოვლენა უფრო წესად უნდა ჩაითვალოს ვიდრე გამონაკლისად და რეალურად 2015 წლის (ისევე როგორც 2014 და 2013) ბიუჯეტის შესახებ კანონში ჩაწერილი ეს ნორმა, როგორც კვლევიდან ჩანს, არანაირ ბარიერს არ წამოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, მრავალჯერ გაზარდოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა. როგორც TI-საქართველო აღნიშნავს კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რამდენად შეესაბამება დღესდღეობით საჯარო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურის სტატუსით მომუშავე ადამიანების საქმიანობა ამ სტატუსს, რომელიც, კანონის მიხედვით “...მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.“შტატგარეშე მოსამსახურეების დაუსაბუთებელი ზრდა მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც ყოველ წელს იზრდება ბიუჯეტში საშტატო საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს , რომ საკუთარ განკარგულებებში დაასაბუთოს, რა მიზეზით აძლევს საბიუჯეტო ორგანიზაციას თანხმობას, გადალახოს კანონით დადგენილი შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობაზე დაწესებული ზედა ზღვარი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42