გოგაძე ადასტურებს, რომ ელისაშვილთან შეხვედრა შედგა, თუმცა როგორც მთავარი პროკურორის მოადგილე განმარტავს, დეპუტატი მთავარ პროკურატურაში სულ სხვა საქმეზე მივიდა.
„რბილად რომ ვთქვათ, ეს განცხადება სრული სიცრუეა. მე მას მართლა შევხვდი, ეს ეხებოდა მის პირად საკითხს. მისი თხოვნის შესაბამისად მოხდა ეს შეხევდრა. მისი ახლობლის პრობლემის თაობაზე, მისი სკოლის დირექტორის საქმეზე, რომელიც დაზარალებულად იყო ცნობილი ერთ-ერთი საქმეში. ელისაშვილი ითხოვდა დახმარებას, რომ ამ ადამიანს დაკარგული თანხის დაბრუნებაში პროკურატურა დახმარებოდა. ეს იყო საკმაოდ დიდი ხნის საქმე. შეხვედრას ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორი, რომელიც ამ საქმეზე ახორციელებს ზედამხედველობას. შეწყალების კომისია - ეს სიტყვა ნახსენებიც არ ყოფილა. ამ ადამიანს ერთხელ შევხვდი და ზუსტად მახსოვს რაზეც ველაპარაკე“, - აღნიშნა გოგაძემ.
ალეკო ელისაშვილი იხსენებს, რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ.მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები მას ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ. ელისაშვილი კონკრეტულ გვარებს ამ ეტაპზე არ ასახელებს, თუმცა განმარტავს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ. როგორც დეპუტატი ამბობს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მაშინდელ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილეს გიორგი გოგაძეს მიაწოდა, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.
მასალის გამოყენების პირობები






