საქართველოს პარლამენტი ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით რეზოლუციას მიიღებს
პოლიტიკა - 10:20, 09 Dec, 2015     1485
ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით თავისუფალი დემოკრატების მიერ შემუშავებულ რეზოლუციის ტექსტს, პარლამენტში დღევანდელ სესიაზე უყრიან კენჭს.

დოკუმენტში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა უჭერს მხარს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპულ საბჭოს 15 დეკემბრამდე, საქართველოსთან მიმართებით ვიზა ლიბერალიზაციის თემაზე საერთო პოზიცია გამოხატონ.

დოკუმენტს დადებითად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი. მისი თქმით დოკუმენტი სრულფასოვანია და მას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

„მნიშვნელოვანი საკითხია ერთობლივი რეზოლუციის მიღება ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც არის „თავსუფალი დემოკრატები“. მგონია, რომ დოკუმენტი სრულფასოვანია და მას მხარი უნდა დავუჭიროთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რეზოლუციას მხარს უჭერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“. გოკა გაბაშვილის თქმით ვიზების ლიბერალიზაცია პოზიციის და ოპოზიციის კონსენუსის საკითხია:

„ვიზების ლიბერალიზაცია არის საერთო კონსენსუსის საკითხი, იმიტომ, რომ ყველას გვესმის საუბარია არა მხოლოდ ევროპასთან უვიზო მიმოსვლაში, რომელიც არ შეძლება საღად მოაზროვნე ადამიანს არ მსოწონდეს, არამედ ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოება. ამიტომ ამის მხარდსაჭერა საერთო, საყოველთაოა“- განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

რეზოლუციის ინიციატორი პარტიის წარმომადგენლის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკური ძალები საერთო მიზნის მისაღწევად, რასაც ევროპული ოჯახი ჰქვია, უნდა გაერთიანდნენ და ყველაფერი უნდა გააკეთონ უვიზო მიმოსვლის მისაღებად:

„ვიმედოვნებთ, პოლიტიკურ ძალებს ეყოფათ გამჭრიახობა, რომ მიიღონ ეს ინიციატივა და შეთავაზება. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს, რომ ჩვენმა ქვეყანამ უვიზო მიმოსვლა მიიღოს. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახი“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42