პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მიმართვა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობას გადაეცა
პოლიტიკა - 18:35, 08 Dec, 2015     2010
„ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივით მომზადებული საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მიმართვა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს გადაეცა.

მიმართვას ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურსადმი ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 17 ძირითადი პოლიტიკური პარტია, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო, მათ შორის სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი რესპუბლიკური პარტია. მიმართვას უერთდებ ასევე კოალიციის წევრი პარტია ,,ეროვნული ფორუმი“.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან შეხვედრის წინ „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკურმა მდივანმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა „ახალმა მემარჯვენეების“ ეს ინიციატივა ემსახურება საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გამოხატვას და გარკვეულ გარანტიებსაც ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მზად არის ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დადებითი გადაწყვეტილებისათვის.

ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მიმართვა მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია.

დღესვე მედიისთვის საჯარო გახდა მიმართვის ტექსტი.

საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი

მიმართვა

ევროკომისიას, ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს

„ჩვენ, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიები ღიად ვაცხადებთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მკაფიოდ გამოხატული ნებაა და ამ კურსს ქვეყნის უსაფრთხო, მდგრადი და დემოკრატიული განვითარებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენ კიდევ ერთხელ მივესალმებით ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერას და მადლობას ვუხდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ასოცირების ხელშეკრულების დროული რატიფიკაციის გამო.

ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიგვაჩნია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან უვიზო გადაადგილების მიღწევა, რომლისთვისაც საქართველომ რამდენიმე წლის წინ დაიწყო შესაბამისი პროცესი, რაც შესაბამისად აისახა 2015 წლის რიგის, 2013 წლის ვილნიუსის, 2011 წლის ვარშავის და 2009 წლის პრაღის სამიტის დეკლარაციებში.

საქართველომ წარმატებით განვლო ვიზალიბერალიზაციის პირველი ეტაპი და ქართველ ხალხში არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა მიიღებს ევროკავშირთან უვიზო გადაადგილების უფლებას.

ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე საჭიროდ ვთვლით, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაიდგას ყველა შესაძლო ნაბიჯი ქვეყნის ევროპული სწრაფვის რეალიზაციისათვის, რომლის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპად სწორედ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო გადაადგილების შემოღება მიგვაჩნია.

ამავე დროს მივიჩნევთ, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დაწესება ყველასთვის მკაფიოს გახდის ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერებასა და ევროპული არჩევანის უტყუარობას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისათვის.

ამიტომ, ვხელმძღვანელობთ რა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, ვაფიქსირებთ ჩვენს მკაფიო სურვილსა და მზადყოფნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო გადაადგილების რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ერთობლივი განცხადებით ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც და გარკვეულ გარანტიებსაც ევროკავშირის მიმართ, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილებისთვის.

ამავე დროს, მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი გვავალდებულებს შევთანხმდეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა საქართველოში კონსოლიდირებული დემოკრატიის არსებობის აუცილებლობა და დავიცვათ დემოკრატიული სტანდარტების ისეთი კატეგორიები, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კანონის უზენაესობა, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, საკუთრების უფლება, სიტყვის და მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და გამჭვირვალეობა.

მივმართავთ ევროკომისიას მხარი დაუჭიროს საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესებას, რაც გამოიხატება მათი მხრიდან ოფიციალური წინადადების წარდგენით და იმედს გამოვთქვემთ, რომ ამას მოჰყვება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა.

მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ ვიზალიბერალიზაციის მიღება საქართველოსთვის სერიოზული მოტივაცია იქნება გააგრძელოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის რეფორმების განხორციელება და გახდეს ევროპული ტიპის დემოკრატიული, საყოველთაო კეთილდღეობის და თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანა.“- ნათქვამია განცხადებაში.


განცხადებას ხელს აწერენ

ახალი მემარჯვენეები

მ. კაციტაძე


დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო

ნ.ბურჯანაძე


ევროპელი დემოკრატები

პ. დავითაია


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ს. რატიანი


ეროვნულ დემოკრატიული პარტია

ბ. ქარდავა


თავისუფალი დემოკრატები

ი. ალასანია


თავისუფალი საქართველო

კ. კუკავა


თავისუფლება

კ.გამსახურდია


რესპუბლიკური პარტი

ხ. სამნიძე


ლეიბორისტული პარტია

შ.ნათელაშვილი


პატრიოტთა ალიანსი

დ. თარხან–მოურავი


რეფორმატორები

ი. ღლონტი


სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

ზ. ხარატიშვილი


საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და

პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა

გ. ბერძენაძე


საქართველოს ქალთა პარტია სამართლიანობისა და თანასწორობისათვის

ხ.მაჭავარიანი

ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი

ა. ასათიანი


ქრისტიან დემოკრატიული პარტია

გ.ჯოჯუა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42