„კითხვებს აჩენს, როდესაც კონკრეტული მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსი არაჯანსაღი ინტერესით გამოირჩევა. საუბარია კონკრეტული მსჯავრდებულების საქმეების განსაკუთრებულ დაინტერესებაზე და იმაზე, რომ ყველა მეთოდით მიაღწიონ იმას, რომ გამოყენებულ იქნას შეწყალების მექანიზმი ისეთ საქმეებზე, რომელზეც შეწყალების კომისიამ ვერ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება"-განაცხადა ქორიძემ.
„ნიუპოსტის“ კითხვაზე ჰქონდა თუ არა ადგილი ზეწოლის ფაქტებს მისი ამ თანამდებიობაზე დანიშვნის შემდეგ, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ „არ შეიძლება დაჟინებით ერთი და იმავე მსჯავრდებულების თემით იყოს დაინტერესებული პოლიტიკოსი“.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ელისაშვილის მსგავსად პროკურატურის წარმომადგენელთან შეხვედრას და გამოძიებისათვის მის ხელთ არსებული ფაქტების გადაცემას თავადაც გეგმავს.
„ეს შეეხება როგორც პოლიტიკოსებს, ასევე საჯარო პირებს, ცაკლეულ სასულიერო პირებს და ა.შ ეს არის ძალიან პრობლემური საკითხი და არ შეიძლება, რომ მსჯავრდებული უსაფუძვლოდ დაარწმუნო, გაუჩინო იმედი, მისცე გარანტიები და მერე შექმნა არაჯანსაღი განწყობა შეწყალების მექანიზმის გარშემო“- დასძინა ზვიად ქორიძემ „ნიუპოსტთან“ საუბრისას და იქვე ცალსახად განმარტა, რომ „ვერც ერთი მსჯავრდებული, რომელიც იქნა გათავისუფლებული, ვერ იტყვის, რომ ის რაიმე ანგარებითი ნიშნით გათავისუფლდა.“
მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის განხორციელებაზე საუბრობს ქორიძის წინამორბედი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც.
დეპუტატი იხსენებს, რომ მოქმედი მაღალჩინოსნები პატიმრების შეწყალების სანაცვლოდ ოჯახებისგან თანხებს იღებდნენ.
ელისაშვილის თქმით, შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მას კონკრეტული მაღალჩინოსნები ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ.
მასალის გამოყენების პირობები






