პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, თავის დროზე ივანიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, თუმცა როგორც უსუფაშვილი ამბობს, მომავალი არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობის გარეშე უნდა მოემზადოს.
"კოალიცია არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი. ამასთანავე ბიძინა ივანიშვილმა 4 წლის წინ პოლიტიკური განაცხადის გაკეთებისას ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად ისურვა „რესპუბლიკური პარტია“. ბიძინა ივანიშვილმა სამწუხაროდ არ გაიზიარა ჩემი რჩევა და იმაზე ადრე დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი, ვიდრე უნდა დაეტოვებინა. ერთი წელი კიდევ უნდა დარჩენილიყო. კოალიციამ უნდა დაგეგმოს არჩევნებისთვის მზადება ივანიშვილის პოლიტიკური ლიდერობის გარეშე, სიის პირველ ნომრობაზეა საუბარი, თუ პრემიერომინისტრობის კანდიდატობაზე და ასე შემდეგ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






