სახალხო დამცველი ომბუდსმენთა საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს
პოლიტიკა - 15:06, 08 Dec, 2015     930

საქართველოს სახალხო დამცველი ომბუდსმენთა საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის ბიუროს წევრად აირჩიეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

„1 დეკემბერს ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული გაერთიანების (ENNHRI) გენერალური ასამბლეის შეხვედრაზე, „A“ სტატუსის მქონე 21 სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუტიდან 15-მა, საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის (ICC) ბიუროს სრულუფლებიან წევრად აირჩია.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ზედიზედ მეორედ, სამი წლის ვადით აირჩიეს ევროპული ქსელის საკოორდინაციო კომიტეტის (ECC) წევრად, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ევროპული გაერთიანების ადმინისტრაციულ და მმართველობით საკითხებზე.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი (ICC) წარმოადგენს საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც აერთიანებს 4 რეგიონის: აფრიკის, ამერიკის, აზიისა და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებს. კომიტეტს მართავს საბჭო, რომელიც შედგება თითო რეგიონიდან არჩეული ოთხი „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტისგან. გენერალური ასამბლეის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, 2016 წლის მარტიდან საქართველოს სახალხო დამცველი სამი წლით გახდება საბჭოში ევროპის რეგიონის წარმომადგენელი“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42