წინა თვესთან შედარებით უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა
პოლიტიკა - 13:31, 08 Dec, 2015     1310
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 3.0%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 44 123 ერთეული შეადგინა. ა.წ. ნოემბერს 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის ნოემბერთან (36 733 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 20.1%-ით, 2012 წლის ნოემბერთან (39 218 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 12.5%-ით, 2013 წლის ნოემბერთან (42 664 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.4%-ით, 2014 წლის ნოემბერთან (42 855 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 3.0%-ით.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 5.1%-ით შემცირდა: კლება დაფიქსირდა როგორც პირველადი (13,3%-ით), ისე მეორადი (3.0%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.049 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.019).

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების პირველადი (19.6%-ით), ხოლო შემცირდა მეორადი (0.3%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 288, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 35 835 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით, შესაბამისად, 0.749 და 1.156 დონეებზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 81.2%-ს მეორადი, ხოლო 18.8%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის ნოემბერში კი, შესაბამისად, 83.8% და 16.2%).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42