"მოჭრილი ხეები გატყევებული თბილისის ნაცვლად და მორიგი არამიზნობრივი ხარჯი ბიუჯეტიდან - ვის დასცინის ნარმანია?"
პოლიტიკა - 14:55, 08 Dec, 2015     1692
თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას 1 წლის ანგარიშს მერიის საქმიანობის შესახებ მწვავედ აკრიტიკებს. დამოუკიდებელი დეპუტატი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ დედქალაქის მერმა პრეზენტაცია "რედისონში" გამართა, მაშინ, როცა ამის გაკეთება საკრებულოს ფოიეში სრულიად უფასოდ შეეძლო.

"დავით ნარმანიამ "რედისონის" დაქირავებაში თბილისის ბიუჯეტიდან, მოსახლეობის ჯიბიდან გადაიხადა ფული, მაშინ როცა შეეძლო საკრებულოში მოსულიყო და ფოიეში სრულიად უფასოდ გაეკეთებინა პრეზენტაცია. არაჩეულებრივი საპრეზენტაციო სივრცეა ფოიეში, სადაც თითქმის ყოველ საღამოს იმართება რიგი ღონისძიებები. მათ შორის უცხოელების მხრიდან. ნარმანიამ კი თანხა არ დაზოგა და არაფრის პრეზენტაციისთვის აირჩია სასტუმრო"- აღნიშნა დეპუტატმა "ნიუპოსტთან" საუბრისას.
რაც შეეხება ნარმანიას მიერ გზების მყარად დაგბასა და ერთწლიანი მუშაობის შედეგად 480 ათასი ხის დაირგვის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ "მისთვის ამოუცნობია ვის დასცინის თბილისის მერი".
"თავის თავს დასცინის ნარმანია? - ჩვენ დაგვცინის? ეს ჩემთვის გაურკვეველია, მაჩვენეთ ნახევარი მილიონი ხე? ამდენი, რომ დაერგო ბატონ დავითს, თბილისში ვერ გავივლიდით, გატყევებული თბილისი მე ვერ ვნახე, სამაგიეროდ ყველამ ვიხილეთ მოჭრილი ხეები. უზარმაზარი 70-80 წლის ხეები ისე მოჭრეს, რომ არავის კითხეს. მოსახლეობის დახმარებით არაერთი სკვერი გამოვგლიჯეთ ხელიდან, იქაც უნდოდათ ხეების მოჭრა"- განაცხადა ელისაშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, "ნარმანია დღეს სხვა ქალაქზე აკეთებდა პრეზენტაციას".
"ნარმანიას ეუბნებიან ალბათ, რომ ამსტერდამის მერია სინამდვილეში და ის არა თბილიისის არამედ ამ ქალაქის მოსახლეობამ აირჩია. არ უნდა ჰაერზე იმის ძახილი, რომ 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ხარისხიანი გზა დაიგო, გაიარონ გაგარინის მოედანზე, რა ხარისხის ასფალტია და რა ხარისხის სამუშაოები მიმდინარეობს"- დასძინა ალეკო ელისაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42