"საქართველო არ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები"
პოლიტიკა - 12:50, 08 Dec, 2015     1090
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველო რუსეთზე ენერგოდამოკიდებული არ უნდა იყოს.

თუმცა როგორც უსუფაშვილი განმარტავს, ეს არ ნიშნავს „გაზპრომთან“ ურთიერთობის გაწყვეტას.

„გაზპრომი“ ენერგეტიკის მინისტრს არ შემოუყვანია საქართველოში. „ქართულ ოცნებას“ დაგხვდა საქარველოში „გაზპრომი“, რომელიც ცნობილი გაზსადენის მეშვეობით გაზს აწვდის ჩვენს მეზობელ სომხეთს, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსეთიდან მიღებულ ენერგომატარებელზე. ჩვენ ენერგეტიკის სფეროში გვაქვს პრინციპული პოზიცია. პირველი, საქართველო არ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცნობილია იმით, რომ ენერგოსაკითხებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს ხოლმე. ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლება ამ პრინციპის და ამ ხაზის გამგრძელებელი ვართ და არ ვაპირებთ გავზარდოთ ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე, მაშინ როდესაც არსებობს ენერგომოწოდების ალტერნატიული ვერსია. ეს არ ნიშნავს, რომ გავწყვიტოთ ურთიერთობა „გაზპრომთან“, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაგვხვდა ქვეყანაში. ამაზე მიგანიშნებთ პირდაპირ, ახლა რომ იდგეს საკითხი გავაკეთოთ თუ არა ეს, შეიძლება ყოფილიყო ერთი პოზიცია, მაგრამ როდესაც ფუნქციონირებადი გაზსადენია, ეს სხვა საკითხია. ამ გაზსადენში ერთი ქვეყნიდან მოედინება გაზი და მეორე ქვეყანაში შედის. ერთ ქვეყანასთან თუ პრობლემა გავქვს, ამის გამო მეორე ქვეყანასთან არ უნდა გავიჩინოთ პრობლემა“, - განაცხადა უსუფაშილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „გაზპრომთან“ ურთიერთობამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას საქართველოს ურთიერთობას აზერბაიჯანთან, თურქეთთან, აშშ-სთან და ასე შემდეგ.

„ამ საკითხზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ყველასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან. გვაქვს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატი. ეს ყველაფერი ფუნქციონირებს. ამიტომ რაიმე საფუძველს, რომ ვიყოთ დაძაბული, რათა ენერგეტიკის მინისტრმა არაფერი ქნას ისეთი, უსაფუძვლოა. ცოტა არ იყოს საკმარისზე მეტ დროს გვახარჯინებს „გაზპრომი“ თავის თავზე სასაუბროდ“, - განაცხადა უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42