შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს - უსუფაშვილი
პოლიტიკა - 12:24, 08 Dec, 2015     1033
პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პატიმრების შეწყალების უფლება მხოლოდ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს და პატრიარქისთვის ამ უფლებამოსილების მინიჭება გაუმართლებელია.

როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს დავით უსუფაშვილმა განაცხადა, უწმინდესის ნათქვამის შემდეგ პოლიტიკოსებს მყისიერი და გაუაზრებელი რეაქციები ჰქონდათ.

უსუფაშვილის თქმით, ამ თემაზე განმარტება როგორც საპატრიარქომ, ისე პრეზიდენტმა უკვე გააკეთეს და ზედმეტი სპეკულაციები საჭირო აღარ არის.

„აქ ნამდვილად იყო მყისიერი და ემოციური რეაქციები, ვიდრე - კარგად გააზრებული. დარწმუნებული ვარ ამ ორი-სამი დღის განმავლობაში ყველას ჰქონდა საშაულება გაეზარებინა ყველაფერი და მივსულიყავით დასკვნამდე, რომ როდესაც საუბარია მართლმსაჯულების სისტემის მიერ სასჯელდადებულ პირზე, მისი შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მეთაურს. ეს ესეა საქართველოში და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. თეორიული მსჯელობაც კი, რომ პატრიარქს ჰქონდეს შეწყალების უფლება, გაუმართლებელი იქნება არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი, არამედ რელიგიური თვალსაზრისით. პატრიარქის იმ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ მან ვინმე ან უნდა და სხვა არ შეიწყალოს, ეს რელიგიური გადმოსახედიდან, არასწორი ქმედებაა. ჩვენ ვიხილეთ დემონსტირება იმისა, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის სიყვარული. პატრიარქისადმი მოწიწება ძალიან დიდია საზოგადოებაში, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაკლია ერთმანეთის პატივისცემა და იმდენად გვაკლია ეს, რომ ვისაც პატივს ვცემთ, მის ნათქვამზე ცოტა ემოციები გვეუფლება ხოლმე. პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ და ამიტომ მიუტევოთ ყველას, ვისაც არც თუ ბოლომდე გააზრებული რეაქცია ჰქონდა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42