ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გამწვანების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, კერძოდ, თბილისის მასშტაბით, 2014 წლის შემოდგომიდან დღემდე 500 ათასამდე ხე არის დარგული, რაც 9-ჯერ აღემატება წინა 5 წლის განმავლობაში დარგული ნერგების რაოდენობას.
მისივე ინფორმაციით, 2 400 000 მ2 მიწის ფართობზე მეტს მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი. გაფართოვდა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, თბილისის ზღვაზე დაიწყო დენდროლოგიური პარკის მოწყობა.
„ვერეს ხეობას მიენიჭა სარეკრეაციო ზონის სტატუსი და კონკურსში გამარჯვებული კონცეფციის მიხედვით, მზიურის ტერიტორიისა და მთლიანად ხეობის განვითარება მხოლოდ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ საცხოვრებელი კორპუსები აღარ აშენდება, მოეწყობა საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ზონები“, - აღნიშნა ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






