გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს INL-ის ბიუროს ეწვია
პოლიტიკა - 11:05, 08 Dec, 2015     984

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს უფროსთან, სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბრაუნფილდთან.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობის სფეროები, მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. „ყველაზე ძლიერი იარაღი ესაა განათლება, ამიტომ ჩემი მუშაობის ერთ-ერთი პრიორიტეტია შსს-ს აკადემიის განვითარება და მისი რეგიონალურ ცენტრად გარდაქმნა, რაც ჩვენი სისტემის კიდევ უფრო გაძლიერების არსებითი პირობაა,“- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. მინისტრმა ასევე ისაუბრა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამასა და მის მნიშვნელობაზე.

შს მინისტრმა ხაზი გაუსვა მრავალწლიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან (INL), რომელიც აქტიურად ეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით რეფორმების განხორციელებაში.

აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, უწყების განვითარების პროცესში საკუთარი წვლილი მომავალშიც შეიტანონ, მხარი დაუჭირეს დაგეგმილ რეფორმებს და შემუშავებული პროექტების დეტალებით დაინტერესდნენ. „ჩვენ მივესალებით თქვენი უწყების გაყოფას და მიგვაჩნია, რომ ასეთ პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტრო ბევრად უფრო ეფექტური იქნება. მე ამაყი ვარ ჩვენი საერთო მიღწევებით და ჩვენი სურვილია, რომ ეს ურთიერთობები გაღრმავდეს და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს“, - განაცხადა უილიამ ბრაუნფილდმა.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. შს მინისტრმა ამერიკელი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42