დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 30-ე რაუნდი გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის საკითხს განიხილავს. საუბარი შეეხება რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმებულ ე.წ. დოკუმენტსაც.
„წინა კვირას ხელი მოწერა სოხუმსა და მოსკოვს შორის დოკუმენტს, რომლითაც მოხდა გაერთიანებული საჯარისო ფორმირების შექმნა, რომელიც ამ დოკუმენტის თანახმად შეიძლება გამოყენებული იქნეს არა მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე არამედ აფხაზეთის გარეთაც. ეს არის პირდაპირი მუქარა და ფაქტორი დესტაბილიზაციისთვის რეგიონში. შეხვედრაზე ამ საკითხს დავაყენებთ. ასევე ვისაუბრებთ ენობრივ დისკრედიტაზიაზე, რადგან გალის თითქმის ყველა სკოლაში ქართული ენის სწავლება აიკრძალა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.
მასალის გამოყენების პირობები






