თუ ვინმეს ჩემი პერსონა არ მოწონს, ამას ქვეყნის ინტერესების გამო უნდა გადააბიჯოს- მარგველაშვილი
პოლიტიკა - 22:00, 07 Dec, 2015     1696
საქართველოს პრეზიდენტმა კომენტარი უშიშროების საბჭოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და სხდომაზე პრემიერის არდასწრებასთან დაკავშირებითაც გააკეთა. მარგველაშვილის თქმით ის თუ ვინმეს მის პერსონა არ მოსწონს, ამას ქვეყნის ინტერესების გამო უნდა გადააბიჯოს და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება უნდა მოხდეს. ეს განცხადება პრეზიდენტმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში ისაუბრა.

„მე ვერ აღვიქვავ საკუთარ თავს და თანამდებობას რაიმე ტიპის გამწვავების კონტექსტში. მე არ ვარ დაპირისპირებული არც პიროვნულად და არც თანამდებობრივად. რა შეიძლება მე მინდოდეს ამ პროცესში. მე მაქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაცია და ყველაზე მაღალი პოსტი ქვეყანაში. მე არ ვარ დაპირისპირებული არცერთ პოლიტიკურ ძალასთან და თანამდებობის პირთან, თუმცა მე ვისურვებდი მეტ გააზრებას კონსტიტუციური ინსტიტუტების და მათი მნიშვნელობის. უშიშროების საბჭოზე კონკურენტები არ უნდა იყოს, აქ არ გვაქვს ერთმანეთისთვის რაიმე მოსაგები. თუ ვინმეს ჩემი პერსონა არ მოწონს ამას ქვეყნის ინტერესების გამო უნდა გადააბიჯოს.“- აღნიშნა მარგველაშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე ემსახურება თუ არა უშიშროების საბჭოს მოწვევა ვინმესთვის საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცებას მარგველაშვილმა უპასუხა, რომუშიშროების საბჭოს მოწვევით ის კონსტიტუციურ მოვალეობას ასრულებს და ეს არ ხდება ვინმესთან დასაპირიპირებლად:

„თქვენ მეკითხებით, რომ გიორგი შენ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებ და იმას აკეთებ, რასაც გავალებს კონსტიტუცია, ამით შენ ძაბავ ვითარებას? ამას მეკითხებით? როგორ შეიძლება ამას ვუპასუხო“- განაცხადა მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42