,,ქვეყნის საერო ხელისუფლების შექმნაში დიდი როლი ითამაშა მართლმადიდებელურმა ეკლესიამ“ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 21:33, 07 Dec, 2015     2445
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში პატიმრების შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭებასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და პოლიტიკოსების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით ეს საკითხი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ნათელი განცხადების შემდეგ დაიხურა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს გააზრებული არ აქვს სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპები:

„ამ ორი დღის განმავლობაში დაბნეულმა პოლიტიკურმა პოზიციებმა გვაჩვენა, რომ ხშირად პოლიტიკოსებს ბოლომდე არ აქვთ გაზრებული სახელმწიფოებრიობის ძირითადი დეტალები და პრინციპები, რაც ძალიან ნათლადაა განსაზღვრული და რომელთანაც თამაში სახელმწიფოსთვის სირთულეს წარმოადგენს. ჩვენ ვართ საერო სახელმწიფო. სასულიერო და საერო ინსტიტუტებს შორის არსებობს ყველასთვის სასარგებლო , ძალიან ნათელი ზღვარი. მე არ დავიწყებ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადების კომენტირებას. როდესაც ჩვენ უცებ გადავწყვეტთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტები, ეს თავისთავად დასაფიქრებელია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხშირად ხდება, რომ ძალიან ფუნდამენტური საკითხები უცებ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, უცებ უნდა აღმოვაჩინოთ ამერიკა, უცებ უნდა აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო, უნდა აღმოვაჩინოთ, რომ არსებობენ ინსტიტუტები, ძალთა გადანაწილება და ერთმანეთის კონტროლი. ამის აღმოჩენები ხდება ხოლმე სპონტანურად.“- განაცხადა გიორგი მარგევლაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ის რომ საქართველო საერო სახელმწიფოა ეს ისტორიული არჩევანია.

„მე არ დავსვამ კითხვას იმის შესახებ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა თუ რელიგიური. ამაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. 21-ე საუკუნის საქართველოში რომელსაც ევროპის რენესანსზე ადრე ქონდა რენესანსი, ჰქონდა რუის-ურბნისის კრება, ჰყავდა დავით აღმაშენებელი, ჭყონდიდელი, რუსთაველი, ქვეყანაში რომელმაც ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ამ ქვეყანამ ჩამოაყალიბა საერო ხელისუფლება, რომელის შექმნაშიც დიდი როლი ითამაშა მართმადიდებლურმა ეკლესიამ - ამ ქვეყანაში ვსვამთ კითხვას, რომ არ შევატრიალოთ ჩვენი 3 ათასწლიანი განვითარების ვექტორი სხვა მიმართულებით?! რატომ უნდა ვიყოთ ასეთი გაუცხოებული ჩვენს ისტორიასთან? თანამედროვეობასთან?“- აღნიშნა პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42