25 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი და ეს აზრი იყოს პატივისცემის ღირსი- პრეზიდენტი
პოლიტიკა - 21:23, 07 Dec, 2015     1320
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საკრებულოში, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელით, საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და ყველა მოწვევის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე! პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ დავითს, რომ ეს დღე აღნიშვნის ღირსი გახადა, ჩვენ უნდა გამოვყოთ ასეთი დღეები და უნდა ვიზეიმოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვიზეიმოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის თითოეული მნიშვნელოვანი თარიღი.

ჩვენ შევძელით და 25 წლის წინ შევქმენით ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ პროცესში, რომელშიც აღარ იყო ერთი ჭეშმარიტება, როდესაც ჩვენ აღარ გვეუბნებოდნენ რომ მხოლოდ პარტიას ესმის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაცემული ჰქონდა საზოგადოებას და საზოგადოების სხვადასხვა წევრები თვითონ აყალიბებდნენ თავიანთ პოზიციას, ვისთვის მიენდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მმართველობის ბერკეტები.

25 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრი იყოს პატივისცემის ღირსი. ვიკამათოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, ვაღიაროთ ოპონენტი, ვაღიაროთ მისი უფლება ჰქონდეს სხვა შეხედულება და აზრთა ჭიდილში უკეთესი მივცეთ ქვეყანას. ეს 25 წელი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენ ეს პოლიტიკური პროცესი გავიარეთ და მომავალშიც საქართველოს მივცემთ არა მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას, არამედ სხვადასხვა შეხედულებების მრავალფეროვნებას, აზრთა ჭიდილს, აზრთა დაპირისპირებას, მაგრამ ერთიანობას ქვეყნის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრინციპული ღირებულებების დასამკვიდრებლად.

მე მინდა თქვენ, ვისაც ხალხმა საკუთარი ბედი მოგანდოთ და ვინც წლების განმავლობაში ემსახურეთ საზოგადოებას, მოგილოცოთ ეს დღე, ვაღიარო თქვენი ღვაწლი, ვაღიარო თქვენი აზრები, დავუშვათ რომ ჩვენ სხვადასხვა საკითხებში ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ვისაუბროთ მომავალზე, მომავალზე, რომელიც საქართველოში ისევ არ იქნება შავ-თეთრი, სადაც იქნება განსხვავებული შეხედულებები, სადაც იქნება ერთმანეთის აღიარება და უკეთესი ქვეყნის მშენებლობა.

დემოკრატიული არჩევნები ფუნდამენტია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დემოკრატიული არჩევნებით უნდა შევქმნათ ის ახალი ველი და სივრცე, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42