,,სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის და საპატრიარქოს ძალიან ნათელი განცხადებით საკითხი დაიხურა. ჩვენ უკვე მერამდენედ ვნახეთ ჩვენი პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის და სახელმწიფოს მოწყობის ფუნდამენტური კანონების ბოლოდმე გაუაზრებლობამ როგორ შეიძლება შექმნას სირთულეები სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით. მგონი ამას უნდა დავაკვირდეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
5 დეკემბერს საქართველოს პატრიარქმა, პატიმარი ქალების მიერ გამართულ სპექტაკლზე განაცხადა, რომ კარგი იქნება პატრიარქს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება მიენიჭოს. უწმინდესის ეს განცხადება მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქომ განმარტა.
"ა.წ. 5 დეკემბერს რუსთაველის თეატრში შედგა სპექტაკლი პატიმარი ქალების მონაწილეობით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო. წარმოდგენაც და შექმნილი გარემოც მეტად ემოციური იყო; მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
ეს იყო მათდამი სოლიდარობის, მათი დახმარებისა და თანადგომის სურვილით ნათქვამი აზრი და არა მოთხოვნა საკანონმდებლო დონეზე ამ წინადადების განხილვისა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






