საია საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტს დასკვნას წარუდგენს
პოლიტიკა - 19:16, 07 Dec, 2015     1065
საია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად, ითვალისწინებს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების გათანაბრებას 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის.

ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით საარჩევნო ოლქების გათანაბრება საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალწლიანი რეკომენდაციის საგანს წარმოადგენს. თუმცა, გვინდა დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ წარმოდგენილი ინიციატივა არ არის საკმარისი ქვეყანაში უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემისა და გარემოს ჩამოსაყალიბებლად, ვინაიდან იგი კომპლექსურად ვერ უზრუნველყოფს ყველა იმ გამოწვევის აღმოფხვრას, რაც არსებულ შერეულ საარჩევნო სისტემას გააჩნია. (მაგალითად, ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად გარდასახვას მანდატებში). შესაბამისად, არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება.

კანონის პროექტის თანახმად, შემოთავაზებული საარჩევნო ოლქების ახლებური ფორმირება არ ემყარება ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს, რიგ შემთხვევაში შეინიშნება საკითხის გადაწყვეტისას არაერთგვაროვანი მიდგომა, ხოლო განმარტებითი ბარათი ვერ გვთავაზობს ინიცირებულ ცვლილებათა მყარ დასაბუთებას. ეს საკითხი დგას იმ ოლქებთან მიმართებაში, რომელსაც შედარებით მცირე ამომრჩეველი ჰყავს. მაგალითად საზღვრები არ იცვლება და ერთ მანდატიან მაჟორიტარულ ოლქად რჩება მესტია, მაშინ, როდესაც ამ ოლქში სულ რაღაც 8315 ამომრჩეველი ცხოვრობს. იმავდროულად ხდება 5242 ამომრჩეველით ყაზბეგის და 11717 ამომრჩევლით ამბროლაურის სხვა ოლქებთან შერწყმა და ორივე ოლქი საკუთარ მაჟორიტარს კარგავს.აღნიშნული საერთო ჯამში აჩენს არაერთ კითხვას საარჩევნო ოლქების ამ სახით ჩამოყალიბების მართებულობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც იწვევს საზოგადოების დაინტერესებას იმ გარემოებებით, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების განმსაზღვრელად გახდა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ცვლილებები დაიგეგმა და ხორციელდება დაბალი საზოგადოებრივი ჩართულობის პირობებში, რაც ეწინააღმდეგება საარჩევნო ოლქების გადასინჯვის საერთაშორისო სტანდარტს. ასევე არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ოლქების დაყოფამ და შერწყმამ გარკვეული დაბნეულობა გამოიწვიოს და დამატებითი ბარიერები შეუქმნას მოსახლეობას. ჩნდება კითხვები უშუალოდ საარჩევნო პროცესების ადმინისტრირებასთან დაკავშირებითაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის უნდა მოხდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება. ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ოლქების გამოთანაბრების რეფორმა კი ვერ ხნის არსებული საარჩევნო სისტემის გამოწვევებს და ის სახელმწიფო ფინანსების არაგონივრულ ხარჯვას წარმოადგენს.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42