საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი- ირაკლი ღარიბაშვილი
პოლიტიკა - 18:51, 07 Dec, 2015     1049
ბულგარეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საქართველოს პოტენციალზე და ბულგარეთთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე და გაღრმავებაზე ისაუბრა

„საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი დერეფანი დღითიდღე მეტ მნიშვნელობას იძენს, ბულგარეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში ძალიან დიდ მხარდაჭერას გვიწევს. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი, როგორ უნდა განვავითაროთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ჩართულობა აბრეშუმის გზის აღდგენის, ასევე, ირანთან ურთიერთობის საკითხებში და აზერბაიჯანთან სტრატეგიული საკითხების მოგვარებაში. ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა ამ თანამშრომლობის გაღრმავება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბულგარეთი არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა, რომლისგანაც საქართველოს ბევრი მაგალითის აღება შეუძლია, რადგან მათ უკვე გაიარეს ის გზა, რომელსაც ახლა საქართველო გადის.

„ეს არის ევროინტეგრაციის გზა, იგივე უვიზო მიმოსვლა, რომელზეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს ევროკომისიისგან დადებითი პასუხი გვექნება. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ რეგიონში არსებული ვითარება, რომელიც არც თუ ისე სახარბიელოა. ზოგადად, რთული ფონია მსოფლიოში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ბულგარეთის დახმარება და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42