სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებს გათავისუფლება ემუქრებათ
პოლიტიკა - 18:27, 07 Dec, 2015     1091
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონული ოფისებიდან თანამშრომლების დათხოვნის ფაქტს ეხმაურება.

„16 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოვაქვეყნე ბრძანების ასლი, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონული ოფისების 400-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვნის წინაშე დააყენეს.

წინა კვირაში, რეორგანიზაციის საბაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის რაიონული ოფისების ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან დაითხოვეს. არადა სისტემა სწორედ მათზე იდგა და ეს ნაბიჯი სხვა არაფერია, თუ არა მშრომელი, კომპეტენტური და პატიოსანი საჯარო მოხელეებისადმი პოლიტიკური შურისძიებისა და სახელმწიფოს უმადურობის კლასიკური გამოვლინება.

ეს გაკეთდა უხეში კანონდარღვევით, რადგან არანაირი რეორგანიზაცია არ მომხდარა. უბრალოდ, ოფისების ხელმძღვანელები დაითხოვეს.

მსურს, თანადგომა გამოვუცხადო ყველა ამ ადამიანს, რომელიც დავით სერგეენკოს უსამართლო მიდგომების მსხვერპლი გახდა.

ჯანდაცვის მინისტრმა ჯერ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგიონული ოფისების ”რეორგანიზაცია” ჩაატარა, ახლა კი რაიონულ ოფისებს მიადგა (სადაც სულ 1300-ზე მეტი თანამშრომელია). მას არ მოსწონს, რომ მისი პოლიტიკის სავალალო შედეგები სააშკარაოზე გამოდის და ჰგონია, რომ ამის მიზეზი რიგითი სოციალური აგენტები არიან. უფრო მეტიც, ჯანდაცვის მინისტრმა სოციალური სტატისტიკის დამალვა დაიწყო, რათა ცნობილი არ გახდეს ამ სფეროში შექმნილი სავალალო მდგომარეობა.

დავით სერგეენკოს უწყებამ 2013 წლის იანვრიდან დღემდე საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა160,000 მოქალაქით შეამცირა იმ დროს, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში.“- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42