საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი ქმედება გახდეს. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა მოამზადა. პროექტი უმრავლესობის წევრმა დეპუტატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარუდგინა.
რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურების და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან ისეთი მასალის გამოქვეყნება რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით.
იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს - 600 ლარიან ჯარიმას, ხოლო რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება, ან დაზიანება გამოიწვევს 500 ლარიან ჯარიმას, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა - 1000 ლარიან ჯარიმას.
მასალის გამოყენების პირობები






