რას ნიშნავს "უკონტაქტო პატრულირება" და რამდენი ქულა ჩამოგაკლდებათ 1 დარღვევაზე
პოლიტიკა - 17:32, 07 Dec, 2015     26918
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „მთელ კვირასთან“ საუბრისას საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით უწყების მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებზე განმარტებას აკეთებს. არჩილ თალაკვაძის თქმით, მართვის მოწმობასთან დაკავშირებით შემოღებულ ქულათა სისტემაზე, ქულების ჩამოკლება მხოლოდ პატრულის მიერ უშუალო დაჯარიმების შემდეგ მოხდება:

„ქულები აკლდება მძღოლს, რომელიც პატრულმა უშუალოდ დააჯარიმა. მანქანის მეპატრონეს არავითარ შემთხვევაში არ ეხება. ასევე ქულების ჩამოკლება არ ხდება ვიდეოჯარიმების შემთხვევაში. ყველა მართვის მოწმობას წლიურად დაერიცხება 100 ქულა, ხოლო ყველა დარღვევას ექნება მინიჭებული კოეფიციენტი - 3,5,10 ან 25 ქულა. გააჩნია რამდენად მძიმე და სახიფათო დარღვევაა. დაჯარიმების პარალელურად მძღოლს ქულა ავტომატურად ჩამოაკლდება. ხოლო თუ იმდენჯერ არღვევს და თან ისე სახიფათოდ, რომ 100 ქულა წელწადში არ ჰყოფნის, კარგავს მართვის მოწმობას და თავიდან უწევს მისი აღება, და თეორიული და პრაქტიკული გამოცდის თავიდან ჩაბარება“- აცხადებს თალაკვაძე.

მინისტრის მოადგილე განმარტებას უკონტაქტო პატრულირების შესახებაც აკეთებს, როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, უკონტაქტო პატრულირებისას დაჯარიმება ვიდეოჯარიმების ანალოგიურად იმოქმედებს და ამ შემთხვევაში, რადგან მძღოლთან უშუალო კონტაქტი არ ხდება დაჯარიმდება ავტომანქანის მფლობელი და არა უშუალოდ მძღოლი, თუმცა ამ შემთხვევაში ქულების ჩამოკლება არ მოხდება:

„უკონტაქტო პატრულირება" ნიშნავს, რომ დარღვევას არა მხოლოდ საპატრულო პოლიციის მანქანა დააფიქსირებს, არამედ მის აღრიცხვას სპეციალური, მაღალი სიზუსტის რეგისტრატორებით სამოქალაქო მანქანებში მყოფი პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები და მოხალისეებიც შეძლებენ, რომლებიც ამ დარღვევებით წუხდებიან.

ეს სისტემა იმუშავებს ვიდეოჯარიმების ანალოგიურად. თუ არ ეთანხმებით, თქვენ ნახავთ ჩანაწერს. იქნება სამართლიანი და დოკუმენტირებული მიდგომა. რეგისტრატორები, რომლთაც გამოვიყენებთ, აღრიცხავს დროს და ადგილს სატელიტური კავშირით და უზუსტობას გამორიცხავს.

რა შედეგს მივიღებთ? - იმას, რაც ასე მოგვწონს ევროპაში: შეიძლება პოლიცია ადგილზე არ ჩანს, თუმცა, წესებს იცავს ყველა და ყოველთვის. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ იცის, დარღვევას არა მხოლოდ პატრული, არამედ ქალაქში ასებული ვიდეოკამერები, რეგისტრატორები და მოქალაქეებიც აკვირდებიან "უკონტაქტოდ" და უპრობლემოდ აფიქსირებენ ისე, რომ დამრღვევთან კონტაქტში ან კონფლიქტში არ შედიან. დღეს როგორც არის ვიდეოჯარიმის შემთხვევაში, "უკონტაქტო პატრულირებაც" ანალოგიურად მოხდება. დიახ, ეს შეეხება ავტომანქანას. თუმცა, მფლობელს შეუძლია გადაამოწმოს დრო და ადგილი, როცა მისი ავტომობილი დაჯარიმდა."- აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

წყარო „რეზონანსი“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42