მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს - NGO-ები
პოლიტიკა - 17:09, 07 Dec, 2015     866

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მესამე სექტორის წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ.

NGO-ები იმედოვნებენ, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში უნდობლობას არ გააჩენს.

„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი საქართველოს საერთო სასამართლოებში არსებული 61 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

იუსტიციის საბჭოს 2014 წლის 24 სექტემბრის 1/86 გადაწყვეტილებით, კანდიდატის მოსამართლედ დანიშვნამდე, საბჭო კანდიდატის შესახებ იძიებს ინფორმაციას და მოგროვებული ინფორმაციისა და კანდიდატთან გასაუბრების საფუძველზე, აფასებს კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს. სანამ საბჭო კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, იგი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ამ ორივე კრიტერიუმის მიხედვით კანდიდატი დადებით შეფასებას იმსახურებს.

ამგვარად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საბჭომ თითოეული კანდიდატის პროფესიულ უნარ-ჩვევებზე, ასევე კეთილსინდისიერებასა და პროფესიულ და მორალურ რეპუტაციაზე დეტალურად იმსჯელოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობისა და პატივისცემის გაღვივებას. საამისოდ აუცილებელია, რომ საბჭომ მხოლოდ ის პირები დანიშნოს მოსამართლეებად, ვისაც საზოგადოებაში მაღალი რეპუტაცია და პროფესიული კვალიფიკაცია აქვთ. ამ კონტექსტში მიგვაჩნია, რომ საბჭომ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეისწავლოს და შეაფასოს იმ პირთა პროფესიული საქმიანობა, ვისაც უკვე აქვს სამოსამართლეო გამოცდილება და ვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობისა და დამოუკიდებლობის გამოც საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ამ დრომდე ინტერესთა კონფლიქტის პირობებში მიმდინარეობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის გადაწყვეტილებების მიუკერძოებლად მიღების პრინციპთან. იუსტიციის საბჭომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმსჯელოს იუსტიციის საბჭოს მდივნის, რომელიც ამავე დროს მიმდინარე კონკურსის მონაწილეა, ინტერესთა კონფლიქტის საკითხზე და უზრუნველყოს, რომ იგი არ ესწრებოდეს მიმდინარე გასაუბრებებს, ასევე მოხდეს მისი ჩამოცილება მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებისაგან.

იმედს ვიტოვებთ, რომ როგორც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი, ასევე შერჩეული კანდიდატები არ გააღრმავებს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოებაში წლების განმავლობაში დაგროვილ უნდობლობას და პირიქით - ხელს შეუწყობს სასამართლოს მიმართ საზოგადოებაში რწმენისა და პატივისცემის ამაღლებას“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA),ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, იდენტობა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR),საზოგადოებრივი დამცველი, მედიის განვითარების ფონდი (MDF), ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ბალტიის და შავი ზღვის ალიანსი (BBSA), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (GBA), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42