ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიას თავისი ფუნქციები აქვს და სახელმწიფოს თავისი. როგორც ალასანია ამბობს, ეკლესია საერო და სახელმწიფოებრივ საქმეებში არ უნდა ჩაერთოს.
„საპატრიარქომ ძალიან კარგად განმარტა საკუთარი პოზიცია. ეს პოზიცია ისეთივე სახელმწიფოებრივია, როგორიც ყოველთვის აქვს ქვეყნის პატრიარქს. ხელისუფლებას და სახელმწიფოს თავისი ფუნქციები და მოვალეობები აქვს, ეკლესიას – თავისი. ჩვენ დავიცავთ ეკლესიას და მის დამოუკიდებლობას იმ შემთხვევაში, თუ არ ჩავრთავთ საერო და სახელმწიფოებრივ საქმეებში. ეს ძალიან კარგად ესმის ეკლესიას და პატრიარქსაც. გამიკვირდა, რომ პრემიერმა და "ქართული ოცნების" რიგმა ხელმძღვანელობამ ეს საკითხი ასე უსაფუძვლოდ აიტაცეს. მათი რეაქციით დადასტურდა, რომ მათ არც ხალხის და არც ერის და ბერის არ ესმით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






