საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერებმა სტრატეგიული თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 14:46, 07 Dec, 2015     963
საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ და გაფართოებული შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლის გაზრდა, ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის როლი ამ პროცესში და სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერება საუბრის მთავარი თემები იყო.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მთელ რიგ სფეროებში ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, ნატოს არსებითი პაკეტის ელემენტების განხორციელებაში ჩართულობისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო არის და იქნება საიმედო პარტნიორი ბულგარეთისთვის.

„შეხვედრაზე აღვნიშნეთ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ვაჭრობის სექტორებში. ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები ჩამოაყალიბონ. ამ თვალსაზრისით, ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომლის სხდომაც, ვიმედოვნებთ, 2016 წლის იანვარში გაიმართება, დიდ წვლილს შეიტანს ამ პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ასევე ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა პეტრიწონის მონასტერი - ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი ევროპის მართლმადიდებლურ ლავრათა შორის, რომელიც ერთმორწმუნე ბულგარული და ქართული კულტურების უნიკალური კომბინაციის სიმბოლოა.

პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში მიიწვია.

ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა. ბოიკო ბორისოვმა ხაზი გაუსვა ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივის როლს და სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პროცესში საქართველო-ბულგარეთის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოს და ბულგარეთს შეუძლიათ, იყვნენ ლიდერები ამ ინიციატივაში, რომელსაც ჩვენი ქვეყნებისთვის ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია. არსებობს ირანთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების პოტენციალი. ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ საქართველო და ბულგათი ენერგომატარებლების სატრანზიტო ჰაბად ჩამოყალიბდნენ, რაც ჩვენს ეკონომიკებზე დადებითად აისახება, რადგან ამით ბუნებრივი აირის ფასი შემცირდება“,- განაცხადა ბოიკო ბორისოვმა.

ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა დღეს ხელმოწერილი მემორანდუმების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტები ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42