"თქვენს გარეშე ჩვენი სამსახური არაფერია, თუ არა ქუჩებში კატაობა" - პოლიციელის მიმართვა საზოგადოებას
სოც.მედია - 13:56, 07 Dec, 2015     9418

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც ჩანს რომ ახალგაზრდა გოგონა პატრულისადმი აგრესიას გამოხატავს. ფოტოს ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულ ფაქტს პოლიციელი ლევან კაზიშვილი ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.

„ინტერნეტში გადავაწყდი ამ ფოტოს. აქ არიან დაახლოებით 15-16 წლის ლაწირაკი გოგონები რომლებიც თავისი აზრით ,,ძერსკობენ" ,,ტიპშობენ" და მოკლედ ბლატაობენ თავის ფანტაზიებში. მე პოლიციელი ვარ. ის რომ იცოდეთ თუ რას აკეთებს პოლიციელი ერთი დღე მაინც უნდა გქონდეთ მუშაობის პროცესში ჩვენთან გატარებული რასაც ვერ გაატარებთ თუ შ.ს.ს აკადემიის პრაქტიკანტი არ ხართ. მესმის სხვადასხვა აზრები ჩვენთან მიმართებაში და გეტყოდით რომ მრავალი თქვენთაგანი სტერეოტიპულად აზროვნებთ. საქმე იმაშია რომ ყველგანაა ცუდი და ყველგანაა კარგი. არ შეიძლება ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა. ვიღაცისათვის პოლოციელი და მისი ფორმა პირდაპირ ზიზღს იწვევს, ვიღაცაში ეს სიყვარულსა და დიდ პატივისცემას მისაბაძ მაგალითს. ეს ხდება იმიტომ რომ მათთან ან ცუდი ან კარგი ცხოვრებისეული შემთხვევები აკავშირებთ. ნუ გადაწყვიტავთ ერთი შეხედვით ყველაფერს. ფორმა ლამაზია და კარგი მაგრამ ფორმის შიგნიდანაა ადამიანი. ნუ იაზროვნებთ სტერეოტიპულად. პ.ს. ვისაც უბრალოდ ვეზიზღებით და ამის პასუხი თვითონაც კი არ აქვს ავადმყოფია მაშ და მაგრად არ მაინტერესებს. დრო დადგება და ასეთი შეხედულება შეიცვლება და ადამიანი ვერც კი გაბედავს და იტყვის, რომ პოლიცია ეზიზღება რადგან ეს ნათქვამი სინდისს შეუწუხებს დამიჯერეთ. ამას მხოლოდ კრიმინალი თუ აღიარებს და კრიმინალს მეგობრებო ყოველთვის ვეზიზღებოდით, თუ ანარქისტები ხართ, უწესრიგობის მოყვარული, ძალადობის, კრიმინალის და ა.შ. მაშ ვერც კი გაიგებთ იმას თუ რას ვაკეთებთ. ამისათვის რა უნდა მოხდეს მაინცდამაინც რომ შეიგნოთ იცით? უნდა გამოცხადდეს წინასწარ ,,ერთი დღე პოლიციის გარეშე" 112 გათიშული უნდა იყოს. და ზუსტად ის ერთი დღე მიგახვედრებთ და განანებთ თქვენს სიტყვებს. მე დარწმუნებული ვარ რომ ქვეყანაში და განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა ისეთი ქაოსი მოხდება, რომ ის დღე ისტორიაში შევიდოდა ბნელი სახელით და თქვენ შვილებსაც და შვილთა შვილებსაც კი დიდი ტკივილით მოუყვებოდით ამის შესახებ. მიზეზი მარტივია: მაღაზიებისა და ბანკების დაყაჩაღებები, სასტუმროები, რესტორნებში განუკითხაობა, საშინელი ავარიები ადამიანის სიცოცხლის დაზიანებით და უფრო მეტიც -გამოსალმებით. ქურდობა, ძალადობა, გაუპატიურება. ქუჩებში სადარბაზოებში სამსახურებში ყველგან განუკითხაობა და ცხოველური ინსტიქტი დაჩაგროს ძლიერმა სუსტი. რას გააკეთებდით ასეთ შემთხვევაში ძალიან გთხოვთ დაფიქრდით სანამ რამეს იტყოდეთ. წარმოიდგინეთ ვისაც გძულთ პოლიციელები დარწმუნებული ვარ რომ თვითონ თქვენ თუ არა, თავენი ახლობელი ან ნათესავი ვიღაც მაინც მუშაობს იმ ადგილებში რაც მე ჩამოვთვალე. ბანკი, სასტუმრო, რესტორანი და ა.შ. და თუ არც მუშაობს უბრალოდ ხომ გადაადგილდება ქუჩაში, ხომ ზის მშვიდად პარკში, მაგრამ იჯდება როომ? წარმოიდგინეთ რომ თავენთვის ძვირფასი ადამიანი განუკითხაობის მსხვერპლი ხდება, ამ დროს რასაც იკითხავთ იქნება ის თუ სად ვიყავით ჩვენ. რატომ არ დაგიცავით და დავიცავით თაქვენი საყვარელი ადამიანები. კრიმინალსაც კი ყავს ასეთი ადამიანები და მინდა გითხრათ რომ მისთანების ახლობლებს, ოჯახის წევრებს შუბლზე არ აწერიათ რომ ,,კაი ბიჭის" ნათესავები არიან. ასერომ ცუდს თუ ვინმე გააკეთებს ისევ ცუდი და ბოროტი და თქვენნაირი გაუკეთებდა ცუდს თქვენივე სისხლსა და ხორცს უცოდინრობით. დაფიქრდით ამაზე. ჩვენ სამწუხაროდ ვერ დავეხმარებით ყველას რაოდენ ძლიერაც არ უნდა გვინდოდეს ეს. ვერ დავიცავთ ყველას 100% და ამის დაპირება სისულელეა და ის ვინც ამას გპირდებათ ან დაგპირდებათ მატყუარა თუ იქნება. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ. დავიცვათ უსაფრთხოება და გავატაროთ პრევენცია. ამის ხარისხი 95% იქნება 90 თუ ღმერთმა არ ქნას ჯერ ისეთი დრო არაა რომ 85% ეს მხოლოდ სახელმწიფოზე და პოლიციელზე არაა დამოკიდებული. ეს თითოეულ თქვენთაგანზეა დამოკიდებული! პოლიცია მუშაობს იმდენად ეფექტურად რამდენადაც ხალხი თანამშრომლობს ჩვენთან! თქვენს გარეშე ჩვენი სამსახური არაფერია თუ არა ქუჩებში კატაობა. ეს გოგოები კი თავისი საქციელით ძალიან კარგად გამოხატავენ იმას თუ როგორ თანამშრომლობენ ჩვენთან, თუ რა განათლება აქვთ, თუ როგორ სცემენ პატივს წესრიგს და ის თუ როგორ ღზრდიან მათ ოჯახში! მადლობა ვინც წაიკითხა ჩემი მოსაზრება და გაიზიარა“, - წერს კაზიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42