ნანუაშვილის თქმით, საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა, რომ არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები.
„საპატრიარქო შეწყალების სახელმწიფო კომისიაში წარმოდგენილია. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. საპატრიარქოს აქვს შესაძლებლობა, რომ არსებულ კომისიაში წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები. უნდა ვისაუბროთ, როგორ გაუმჯობესდეს არსებული კომისია, სხვა პარალელური სტრუქტურების შექმნა ყოველგვარ ლოგიკას სცილდება და არ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ საჭიროა რაიმე დისკუსიის წარმართვა“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გუშინ განმარტება გააკეთა საპატრიარქომ. მათი ინფორმაციით, რუსთაველის თეატრში, სადაც პატიმარი ქალების მონაწილეობით, სპექტაკლი შედგა ემოციური ფონი იყო და მისმა უწმინდესობამ სწორედ ამ ფონზე ბრძანა, რომ კარგი იქნებოდა, პატრიარქსაც ჰქონოდა პატიმრების შეწყალების უფლება.
მასალის გამოყენების პირობები






