„სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, არაერთმა პროევროპულმა ძალამ შემომთავაზა თანამშრომლობა. ხელისუფლებისგანაც მივიღე შემოთავაზება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წევრი გავმხდარიყავი. მინისტრის პოსტი არა, მაგრამ ერთ-ერთ უწყებაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა შემომთავაზეს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ვარ, პარლამენტშიც არიან პირები, რომლებთანაც თითქმის ყოველდღიურად ვთანამშრომლობ. ხშირად ვატარებთ ტრენინგებს, სისტემის კონცეფციებსაც ვწერთ. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, თუ მსგავს ნაბიჯს ოდესმე გადავდგამ, აბსოლუტურად დამოუკიდებელ, ახალ ძალას შევქმნი, რომელიც ღია იქნება პროევროპულად მოაზროვნეთათვის. ერთია, რომ ქვეყნის საგარეო კურსს საჯაროდ აფიქსირებ, თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც, რა გააკეთა კონკრეტულმა ადამიანმა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესისთვის. თუ პოლიტიკაში ჩართვას გადავწყვეტ, დამოუკიდებლად ვიმოქმედებ - საზოგადოების განწყობის გაზიარებაც აუცილებელია“, - ამბობს გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






