"საკუთარ სინდისთან მართალი ვარ" - რას ამბობს მურუსიძე გირგვლიანის საქმეზე
პოლიტიკა - 11:26, 07 Dec, 2015     733
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე მიიჩვენს, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უზენაეს სასამართლოში ყოფნის დროს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირა.

ამის შესახებ მურუსიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა და საკუთარი გადაწყვეტილებაც განმარტა.

„კანონიერი გადაწყვეტილება გამოვიტანე, თუმცა კანონიერსა და სამართლიანს შორის დიდი განსხვავებაა. როდესაც უზენაესში საქმე შემოვიდა, დანაშაულში მონაწილე ოთხი პირი უკვე პასუხისგებაში იყო მიცემული. შესაბამისად, ორი ვარიანტი გვქონდა - ან ეს პირები გაგვემართლებინა, ან გადაწყვეტილება ძალაში დაგვეტოვებინა. სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საქმე ხელახალ გამოძიებაში დაებრუნებინა. თანაც ამ პერიოდში კანონში განხორციელდა ცვლილება, თუ პირის ტანსაცმლის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება და ის დაზიანდა, ეს არ ითვლებოდა მნიშვნელოვან დანაკარგად. სწორედ ამიტომ მსჯავრდადებულებისთვის აღნიშნული მუხლი უნდა მოგვეხსნა, შედეგად ოთხივე პიროვნებას პატიმრობა ექვსი თვით შეუმცირდა. იმის გამო, რომ საზოგადოება განსხვავებულად ფიქრობდა, კანონიერი გადაწყვეტილება არ უნდა მიმეღო?! თუ პირველი ინსტანციის გადაწ­ყვეტილება არასწორადაა გასაჩივრებული, უზენაეს სასამართლოს მისი შეცვლის უფლება არა აქვს. თუ ნებისმიერი იურისტი მეტყვის, რომ საკასაციო ინსტანციას ჰქონდა დაზარალებულის ადვოკატის საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ბოდიშს მოვიხდი, სასამართლო სისტემიდან წავალ და საჯარო სივრცეში საერთოდ არ გამოვჩნდები“, - განაცხადა მურუსიძემ.

ასევე კანონიერს უწოდებს მურუსიძე უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლის გათავისუფლებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, არ არსებობს შემთხვევა, როდესაც მის მიერ პასუხისგებაში მიცემული ადამიანი უდანაშაულო აღმოჩენილიყოს.

„საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. მოსამართლემ თუ იმაზე იფიქრა, საზოგადოებისთვის მისაღები გადაწყვეტილება გამოიტანოს, ის მოსამართლედ ვერასოდეს შედგება“, - განაცხადა მურუსიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42