შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვასთან დაკავშირებით ბიუროზე დღეს დარეგისტრირდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო უწყებებთან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.
რაც შეეხება სიახლეს მძღოლებისთვის - საგზაო მოძრაობას პოლიცია ამოსაცნობი ნიშნების გარეშეც გააკონტროლებს. სიახლე გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მიკროავტობუსის ფორმის, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ. დარღვევები რეალურ დროში მოქალაქესთან კონტაქტის გარეშე დაფიქსირდება. ცვლილებები მართვის მოწმობებთან დაკავშირებითაც. შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის. მძღოლები რამდენჯერაც დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს ქულებიც შესაბამისად დააკლდებათ. როდესაც ქულა ნულზე ჩამოვა მათ მართვის მოწმობა გააუქმდებათ.
მასალის გამოყენების პირობები






