პრემიერ-მინისტრის მილოცვა ებრაელ ხალხს
პოლიტიკა - 20:07, 06 Dec, 2015     1287
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ებრაულ თემს ხანუქას - მტერზე გამარჯვებისა და ტაძრის გაწმენდის -დღესასწაული მიულოცა და პირველი სანთელი აანთო.

მთავრობის მეთაურმა დამსწრეთ სიტყვით მიმართა. მან ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებულ საერთო ღირებულებებზე ისაუბრა, რაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის საფუძველი გახდა. პრემიერ-მინისტრმა ებრაელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

“მნიშვნელოვანია, რომ ქართველებს და ებრალებს შორის არსებობდეს მუდმივი ძმობა და სიყვარული. დღევანდელი დღე არის სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე. მინდა გისურვოთ მშვიდობა; ჩვენ საკმაოდ რთულ პერიოდში გვიწვეს ცხოვრება, ამიტომ გვმართებს დიდი მოთმინება და გონიერება. ვუსურვებ ებრაელ ხალხს გაძლიერებას და მშვიდობას ქართველ ხალხთან ერთად. დაე, დღეს აქ დანთებული სანთელი იყოს სიმბოლო უკეთესი ხვალინდელი დღის,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოში მცხოვრები ებრაელები, ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, თბილისის მერი დავით ნარმანია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42