პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭებას რესპუბლიკელები გაუგებრობას უწოდებენ
პოლიტიკა - 13:09, 06 Dec, 2015     1811

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების მინიჭების საკითხს რესპუბლიკური პარტიის ლიდერები უარყოფითად უყურებენ და აცხადებენ, რომ მათი აზრით, ეს საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში მიღებული არ იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ შეწყალება არის სახელწმიფოს მეთაურის - პრეზიდენტის პრეროგატივა და იგი ელოდება მეტ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისაგან, რომელმაც გუშინ ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებისკენ პარლამენტსა და პრეზიდენტს წერილობით მოუწოდა.

„მე მაინცდამაინც არ მახსენდება შემთხვევა სახელმწიფოს მეთაურის გარდა ვინმეს ჰქონდეს ეს ძალიან მძიმე ტვირთი. უფრო შესაძლებელია ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთვის გადაცემაზე ან გაყოფაზე. მე არ მახსენდება ასეთი კონსტიტუციური მოდელი. მგონი მცირე გაუგებრობასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ მე არ ვიცი პრეცედენტი როდესაც რაიმე სხვაგვარად არის დარეგულირებული - შეწყალება როგორც სასჯელისგან გათავისუფლება. ეს არის სახელწმიფოს მეთაურის პრეროგატივა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ეს შეიძლება ძალიან ჰუმანური და კეთილი სურვილი იყოს, რომელსაც ასრულება არ უწერია, ვინაიდან კონსტიტუციური თვალსაზრისით სახელწმიფო ამ უფლებას ვერავის გადასცემს. ეს არის პრეზიდენტის უფლება და მისი შეთავსება ვინმეს არ შეუძლია.

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა იქნება, მაგრამ ეს ცვლილებები ჩემი აზრით, არ იქნება,“ - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42