საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ყრილობა მიმდინარეობს. რესპუბლიკური პარტიის XVI ყრილობის დელეგატები მომდევნო 2 წლის ვადით პარტიის მთავარი მმართველი ორგანოების – ეროვნული კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ახალ შემადგენლობას აირჩევენ.
ყრილობას გახსნის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან ბერძენიშვილი. მისასალმებელი სიტყვით წარსდგება ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE Party) ახლადარჩეული პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი, რომელიც საქართველოში რესპუბლიკური პარტიის მოწვევით ჩამოვიდა.
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე პარტიის ეროვნული კომიტეტის ორწლიანი მუშაობის ანგარიშით წარსდგება ყრილობის დელეგატების წინაშე. ყრილობას სიტყვით მიმართავენ დავით უსუფაშვილი, დავით ბერძენიშვილი და ივლიანე ხაინდრავა. 2 წლის მუშაობის ანგარიშს წარადგენს სარევიზიო კომისიის თავმდჯომარე, ტრისტან ჯინჭარაძე.
ყრილობა დასრულდება არჩევნების შედეგების გამოცხადებით. დღის ბოლოსვე გახდება ცნობილი ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება პარტიის თავმჯდომარის არჩევის თაობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






