”ეს არის უპირველესად ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება, პოლიტიკოსები რელიგიური საკითხებით სპეკულირებენ. ეს ქართველი ხალხის და ამომრჩევლების შეურაცხყოფაა, პატრიარქის ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის დასავლური და დემოკრატიული ქვეყნის პრინციპებთან. დასავლეთის მხრიდან ამ ინიციატივას საქართველოსთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი განცხადებები მოჰყვება”- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
მენაბდე საზოგადოების წევრებს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.
კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობის დაწყებაც კი ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში პარლამენტი ცვლილებებს შეიტანს, მენაბდის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია აღარ ექნება.
აღნიშნულ ინიციატივას დემოკრატიაზე უარის თქმად აფასებენ არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომაგენლებიც. მათი თქმით გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა ქვეყნის ფუნდამენტურ საკითხებთან მოდის წინააღმდეგობაში, ეს იქნება დარტყმა პრეზიდენტის ინსტიტუტზე, რადგან პრეზიდენტის უფლებაა, შეიწყალოს პატიმრები.
მასალის გამოყენების პირობები






