პარლამენტის სპიკერის განცხადებით ქვეყანაში არ უნდა მიდიოდეს საუბარი იმაზე, რომ სამხედრო სამსახურში, სამშობლოს სამსახურში მყოფ პირებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება რამენაირად შეეზღუდოთ. აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა სპეც-უბნებთან დაკავშირებით გააკეთა:
"სპეც-უბნებთან დაკავშირებით ბოლო ხანებში ატეხილი აჟიოტაჟი, ერთის მხრივ არის საფუძველს მოკლებული, რომ თითქოს რაიმე უკანონობა მოხდა საგარეჯოში ჩატარებული არჩევნების დროს. პირები, რომლებიც სამხედრო სამსახურში იმყოფებიან, არიან ქვეყნის მოქალაქეები და მათთვის საარჩევნო უფლების ჩამორთმევა იქნება აბსოლუტურად არასწორი ნაბიჯი, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საპატიმრო ადგილებში მყოფ პირებს, რომლებსაც მძიმე დანაშაული არა აქვთ ჩადენილი, მათ ხომ არ მივცეთ მეტი უფლებები არჩევნებში ანუ, ციხეში მყოფ პატიმრებზე ვსაუბრობთ, რომ საარჩევნო უფლება მივცეთ და ამის პარალელურად, ჩვენ არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ სამხედრო სამსახურში, სამშობლოს სამსახურში მყოფ პირებს, რაიმენაირად ჩამოვართვათ ეს უფლება.
თუ საუბარია იმაზე, როგორ დავხვეწოთ ეს პრაქტიკა, როგორ იყოს მეტი გამჭვირვალობა, მეტი სიცხადე იმასთან დაკავშირებით, ვინ რომელი ოლქის ამომრჩეველია, ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა და ჩვენ მზად ვართ და კიდევ გადავდგამთ, თუკი იქნება რაციონალური რჩევები. მაგრამ ეს რჩევები უნდა იყოს რაციონალური და არა ემოციური, იმისათის, რომ რაღაც მე კონკრეტულ შემთხვევაში სხვანაირად მაწყობს და ამიტომ სხვანაირად გავაკეთოთ.
მე ვისურვებ, რომ ამ თემაზე იყოს ძალიან საგნობრივი საუბარი, იყოს კონკრეტული წინადადებები და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასე მარტივი მიდგომა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში ნუ მიიღებს მონაწილეობას ვინმე და მიიღოს პროპორციულში, ეს არის არასწორი საუბარი. იმიტომ, რომ არის ქვეყნები, სადაც მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნებია, იქ როგორ ხდება მაშინ ხმის მიცემა? ამიტომ ჩვენ უფრო საფუძვლიანი და სწორი კრიტერიუმები უნდა შევარჩიოთ. თვისთავად, დასახელება სპეც-უბანი, თვისთავად უკვე ცუდ ასოციასიებს იწვევს. ამიტომ, სპეც-უბნებზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, სამხედრო სამსახურში მყოფ პირებს, საპოლიციო სტრუქტურებში, ყაზარმულ რეჟიმში მყოფ პირებს, როგორ მივცეთ მათი პოლიტიკური უფლებების რეალიზების საშუალება და მეორე მხრივ, როგორ იყოს მეტი სიცხადე. აქ მთვარი ისაა, რომ მე, კანდიდატმა, ვიცოდე ვინ არის ჩემი ამომრჩეველი და ჩემს ამომრჩეველთნ მუშაობის საშუალება მქონდეს და ეს იყოს გარანტირებული".- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






