„არაჩვეულებრივი დღე არის, ვინაიდან ჩვენ ერთ დარბაზში ვისხედით პატიმრებთან ერთად. ვიხილეთ არაჩვეულერბივი სპექტაკლი, რომელიც დადგმული იყო პატიმრების მონაწილეობით. მოვისმინეთ ჩვენი პატრიარქის არაჩვეულებრივი სიტყვები და მისი შეფასება. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კახა კახიშვილს მართლაც ძალიან კრეატიული იდეის განხორციელებისა და მეტად ჰუმანური დღის ჩუქებისთვის პატიმრებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის სახე დღეს კიდეც ერთხელ გამოჩნდა. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ დამკვიდრებული პრინციპების კიდევ ერთხელ წარმოჩენა, რაც არის სამართლიანობა, კანონიერება და ჰუმანურობა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ხელისუფალი იყოს სამართლიანი. სწორედ ეს ჰუმანური სახე არის იმის დამადასტრურებელი, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენ საკუთარ მოქალაქეებზე, იქნებიან ესენი ჩვეულებრივი მოქალაქეები თუ პატიმრები. საბოლოო ჯამში, ეს არის ზრუნვა ადამიანებზე, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება მართლაც ადამიანია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება ეს ადამიანი - დროებით ციხეში თუ ციხის გარეთ. მთავარია, ყოველი ხელისუფალი იყოს ორიენტირებული და კონცენტრირებული იმაზე, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ამ იდეის განმახორციელებლებს, ორგანიზატორს, ბატონ კახა კახიშვილს და მის გუნდს, დამდგმელ რეჟისორს და მსახიობებს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 ქალთა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლი - „ჩემი მძევალი ანგელოზები“ გაიმართა. სპექტაკლში მსჯავრდებულებთან ერთად, რუსთაველის თეატრის მსახიობი გიორგი ზანგური თამაშობდა.
მასალის გამოყენების პირობები






