პატრიარქის თხოვნით სპექტაკლს 80 მსჯავრდებული დაესწრო- კახა კახიშვილი
პოლიტიკა - 17:15, 05 Dec, 2015     1399

მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრში გამართულ სპექტაკლს უწყების ხელმძღვენელმა ემოციური ფაქტი უწოდა. კახა კახიშვილის თქმით სპექტაკლზე მსჯავრდებულების მაყურებლების რანგში დასწრება სწორედ პატრიარქის დამსახურება იყო.

„როდესაც პატრიარქს სპექტაკლზე დასწრება ვთხოვე, მითხრა რომ კარგი იქნებოდა თუ მაყურებლებს შორის მსაჯვრდებულები იქნებოდნენ. ჩვენ შევასრულეთ მისი უწმინდესობის თხოვნა და დღეს, სპექტაკლს 80 მსჯავრდებული ესწრებოდა. თითოეული ჩვენი თანამშრომლისთვის და თითოეული ჩვენი მსჯავრდებულისთვის ძალიან ემოციური დღე იყო. პირველად გამოვიყვანეთ პატიმრები თეატრში და რუსთაველის თეატრის სცენაზე შესანიშნავ სპექტაკლს ვუყურეთ, რომელშიც დევს ძალიან ბევრი რამ. ჩემთვის პირადად ძალიან ემოციური დღე იყო. ძალიან ემოციური იყო ბატონი პრემიერ-მინისტრის, მინისტრების მობრძანება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სპექტაკლში, ასევე, რეჟისორს და თითოეულ ჩემს თანამშრომელს. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი შრომა იყო ჩადებული იმისთვის, რომ დღევანდელი დღე შემდგარიყო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს მადლობა გადაუხადა და კახა კახიშვილს საჩუქრად ხატი გადასცა.
„საოცარი იყო, ხალხმა ცრემლები ვერ შეიკავა. ჩვენ დავინახეთ ტკივილი და მოქცევა ქართველი ადამიანისა. მე ვფიქრობ, ეს ჩვენი ახალი მინისტრის დამსახურებაა და მინდა მას გადავცე ხატი საჩუქრად“, - განაცხადა პატრიარქმა.

რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების მონაწილეობით გამართულ სპექტაკლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე; პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი; მინისრტთა კაბინეტის წევრები; არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები; მოლდოვის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები; უფლებადამცველები; მსჯავრდებულები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები და დეპუტატები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42