800-დან 1500 მეტრი ზღვის დონიდან - მაღალმთიანი დასახლების 3 ახალი კრიტერიუმი
პოლიტიკა - 14:42, 05 Dec, 2015     2829
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებზე იმსჯელეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ განიხილეს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

აღნიშნული კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან ზემოთ მდებარე დასახლება. საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსი, შესაძლოა, ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებს ის 3 ძირითადი კრიტერიუმი გააცნეს, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება.

ესენია:

1. დემოგრაფიული კრიტერიუმი ( მაღალმთიანის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს დასახლებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია, რაც საბოლოო ჯამში დასახლების დეპოპულიზაციას, ანუ მოსახლეობისაგან დაცლას იწვევს);

2. სასოფლო-სამეურნეო კრიტერიუმი (მაღალმთიანის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს დასახლებას, რომლის მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო ან სახნავ-სათესი ფართობების ნახევარზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში).

3. პერიფერიული კრიტერიუმი (აღნიშნული კრიტერიუმით ხდება იმ დასახლებების განსაზღვრა, რომელთა მოსახლეობისათვის ძირითად საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული ან გაუარესებულია).

აღნიშნულის გათვალისწინებით, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში:

• თუ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ერთ კრიტერიუმს;

• თუ დასახლება ზღვის დონიდან 800-დან 1000 მეტრამდე სიმაღლეზეა და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ორ კრიტერიუმს

• თუ დასახლება ზღვის დონიდან 800 მეტრამდე სიმაღლეზეა და აკმაყოფილებს დასახელებულ სამივე კრიტერიუმს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42