ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას- კურტ ვოლკერი
პოლიტიკა - 13:36, 05 Dec, 2015     1078

ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების დაჩქარებას არ ელოდება. როგორც ვოლკერმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში განაცხადა საქართველოს დემოკრატიის კუთხით მცირედი უკუსვლა ქონდა, ამასთანავე ნატოსთვის შემაშფოთებელ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთიც:

“საქართველოს ვითარება გამორჩეულია, მას ნატოსთან პირდაპირი ურთიერთობა აქვს, მას აქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, მას არ აქვს მაპი, მაგრამ აქვს მისი ექვივალენტი - ნატო-საქართველოს კომისია. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ნატოს განსაკუთრებულ აქტიურობას, საქართველოსაც ჰქონდა მცირედი უკუსვლა დემოკრატიის კუთხით. ამავდროულად ნატოს ძალიან აშფოთებს რუსეთი, ჩვენ ვხედავთ “გაუყინავ” კონფლიქტებს. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას.”- განაცხადა ვოლკერმა.

ვოლკერის თქმით გაფართოებასთან დაკავშირებით კრიტიკულად განწყობილი საფრანგეთისა და გერმანიის მოსაზრება შეიძლება გარემოებების მიხედვით შეიცვალოს, ამასთანავე მნიშვნელოვანია თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი:

„ეს კონტექსტზეა დამოკიდებული. საფრანგეთის და გერმანიის უარი გარემოებების მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, ამაზე გავლენას იქონიებს საქართველოში სამართლიანი სასამართლო სისტემა, პოლიტიკური დევნის ნაკლებობა, თავისუფალი მედია, მთავრობასა და ოპოზიციას შორის უფრო მოწიფული ურთიერთობა, რაშიც ამჟამად ვფიქრობ ორივე მხარე დამნაშავეა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება რუსეთთან ურთიერთობა, რომელიც ახლა ძალიან აქტიურობს, რა თქმა უნდა არიან ქვეყნები, რომლებსაც ასე ვთქვათ “რუსეთის პროვოცირება” არ სურთ. ეს წარმოდგენა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში და როგორ მოიქცევა რუსეთი.“- აღნიშნა ვოლკერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42