დავით ნარმანია - ,,ვერეს ხეობაში სავაჭრო ცენტრები და საცხოვრებელი კორპუსები არ აშენდება“
პოლიტიკა - 13:21, 05 Dec, 2015     1215
საკმაოდ საინტერესო კონცეფცია უწოდა თბილისის მერმა ვერეს ხეობის განვითარების ახალ პროექტს. დავით ნარმანიას განმარტებით ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრებისა და საცხოვრებელი კორპუსების აგება არ იგეგმება. მერის თქმით, ვერს ხეობაში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მემორიალი აშენდება.

„რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება რეკრეაციული სივრცე. ასევე შემოთავაზებულია საგანმანათლებლო ცენტრისა და სპორტული კომპლექსის, საფეხმავლო და ველო ბილიკების გაკეთება. ამ ტერიტორიაზე მოეწყება 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულ ადამიანთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი, რომ ეს ადამიანები არასოდეს დაგვავიწყდეს. განხილვის შემდეგ ვისაუბრებთ კონცეფციის დახვეწაზე, შემდეგ მომზადდება პროექტი. ამ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უსაფრთხოება. სავაჭრო ცენტრები და საცხოვრბელი კორპუსები აქ არ აშენდება, ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებულია“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონცეფციაში ვერეს ხეობაში 13 ივნისის მოვლენისადმი მიძღვნილი სიმბოლოს შესაძლო განთავსებისთვის ტერიტორიაც არის განსაზღვრული, რომელიც ხეობის თითქმის ყველა წერტილიდან იქნება აღქმადი.

„ჩარჩო გეგმის“ შესყიდვის ღირებულება 69 618,82 შეადგენს და გეგმის შემუშავების მიზანია ხელი შეუწყოს საპროექტო ტერიტორიის ოპტიმალურ ურბანულ დაგეგმარებას - მდგრადი განვითარების, თანაბარი შესაძლებლობების სივრცისა და კერძო და საჯარო ინტერესების შეჯერების პრინციპების გათვალისწინებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42