ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი, სპორტული კომპლექსი და ტყე-პარკი გაშენდება
პოლიტიკა - 13:16, 05 Dec, 2015     1422
თბილისის მერიაში მდინარე ვერეს ხეობის სივრცით ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. გამარჯვებულმა კომპანია შპს „არქიტექტურულმა ბიურომ“, რომელმაც მდ. ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის „ჩარჩო გეგმის“ შემუშავებაზე გამოცხადებულ კონკურსში დედაქალაქის მერიას საუკეთესო წინადადება წარუდგინა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს მდინარე ვერეს ხეობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საპროექტო წინადადებაში გაწერილი ხედვები და რეკომენდაციები გააცნო.

კონცეფციის თანახმად, მდ. ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება.

გეგმის თანახმად, მდინარე ვერეს ხეობაში საგანმანათლებლო ცენტრი 20 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა და მასში საკონფერენციო-სასემინარო დარბაზები, არაფორმალური სამეცადინო სივრცეები, ბიბლიოთეკა და სტუდენტური სასადილო განთავსდება.

კონცეფციით გათვალისწინებულ სპორტულ კომპლექსში „მზიურის“ ტერიტორიაზე, ასევე, დაგეგმილია სავარჯიშო დარბაზის, საცურაო აუზის, მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნების, იოგას დარბაზისა და სხვა სპორტული ცენტრების განთავსება. ამასთან, ვერეს ხეობის ზედა ნაწილში მოეწყობა ინფრასტრუქტრა ექსტრემალური სპორტისთვის, მათ შორის, სალაშქრო ბილიკები, სამთო ველოსიპედის ტრასები, კლდეზე ცოცვის ადგილები, საფეხმავლო ხიდები და სხვ.

გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი „ჩარჩო გეგმა“ ცენტრალური ველობილიკის მოწყობასაც ითვალისწინებს, რომელიც გმირთა მოედნიდან დაიწყება და თსუ-ს მაღლივ კორპუსთან დასრულდება, შესაბამისად, აღნიშნული გზა ერთმანეთთან თბილისის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების უდიდეს ნაწილს დააკავშირებს. კონცეფციის ავტორების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ველობილიკის ადაპტაციაც მოხდება, მარტივად იქნება შესაძლებელი საპროექტო ტერიტორიის დაკავშირება გმირთა მოედანზე შემავალ ყველა ქუჩასთან. ასევე, შესაძლებელი იქნება გმირთა მოედნის მარჯვენა სანაპიროსთან დაკავშირება.

წარმოდგენილი კონცეფციის თანახმად, 300 000 მ2 ტერიტორიაზე მოეწყობა ტყე-პარკი, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიები კი ერთმანეთს ორი „მწვანე ხიდის“ საშუალებით დაუკავშირდება. ამასთან, ზოოპარკის ტერიტორიაზე გაჩნდება მდინარე ვერეს მცირე განშტოება და პატარა ზომის ტბები, რომლებიც, ერთის მხრივ, შექმნის შესაბამის გარემოს პარკისათვის, მეორეს მხრივ კი, ერთგვარი რეზერვუარის ფუნქციას შეასრულებს.

კონცეფცია პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე საავტომობილო მაგისტრალის გაყოლებაზე დამცავი ზოლის მოწყობას ითვალისწინებს.

კონცეფცია კონკრეტული ქალაქგეგმარებითი და საინჟინრო-გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარების შესახებ ხედვასა და რეკომენდაციებსაც მოიცავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42