აპც- "გირჩი" საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი პროექტის წარდგენას აპირებს
პოლიტიკა - 10:43, 05 Dec, 2015     1603

ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებულ პროექტს აკრიტიკებს. „გირჩის“ წარმომადგენლების განცხადებით ამ პროექტის ხარვეზების გამო მაჟორიტარული არჩევის წესი ან/და არჩეული დეპუტატების ლეგიტიმაცია შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც 2016 წლის არჩევნების მთავარი პრობლემა იქნება. „გირჩი“ პარლამენტში ახალი პროექტის წარდგენას აპირებს. რომელშიც, მათი თქმით, გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციით დადგენილი მაჟორიტარული მანდატების განაწილების ახალი მოდელი.

აპც- „გირჩის“ ინიციატივა რაიონების და ქალაქების 2, 3 და 4 მანდატიან ოლქებად დაყოფას ითვალისწინებს და ამასთანავე ერთი მაჟორიტარული მანდატი გადაეცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორას. ამ თემასთან დაკავშირებით „გირჩის“ განცხადებას „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რამოდენიმე დღის წინ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული იქნა საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული მანდატების განაწინელბის ახალი წესი. ხელისუფლება ცდილობს ძალაში დატოვოს ერთმანდატიანი მაჟორიტარული არჩევნების მოდელი. წარმოდგენილ ვარიანტს აქვს რამოდენიმე არსებითი ხარვეზი:

1. ახალი დანაწილებით არ არის დაცული მაჟორიტარულ ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის 10%-იანი ზღვარი, რაზეც თავის გადაწყვეტილებაში მიუთითებდა საკონსტიტუციო სასამართლო და რასაც ითვალისწინებს ევროპის საბჭოს საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტი.

2. რაიონები და ქალაქები დაჩეხილია ხელოვნურად და ერთი რაიონის სოფლები მიკუთვნებულია სხვა რაიონისა ან ქალაქისათვის, რაც ძალიან ბევრ გაუგებრობებს გამოიწვევს ამომრჩევლებისათვის.

3. მსგავს განაწილებას და არჩევის წესს არ აქვს არცერთი პოლიტიკური გაერთიანების მხარდაჭერა.

ყველაფერი ზემოთქმული გვაფიქრებინებს, რომ მაჟორიტარული არჩევის წესი ან/და არჩეული დეპუტატების ლეგიტიმაცია შესაძლოა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც 2016 წლის არჩევნების მთავარი პრობლემა იქნება.

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ უახლოეს ბიუროს სხდომაზე, საქართველოს პარლამენტში წარადგენს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლითაც გათვალისწინებული იქნება კონსტიტუციით დადგენილი მაჟორიტარული მანდატების განაწილების ახალი მოდელი.

ამ მოდელის მიხედვით:

1. რაიონები და ქალაქები ამომრჩევლების რაოდენობასთან შესაბამისად იყოფიან 2, 3 და 4 მანდატიან ოლქებად. გამონაკლისია რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი, რომელიც იქნება ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი.

2. 2, 3 და 4 მანდატიან ოლქებში მანდატების განაწილების წესით გამარჯვებულის გარდა, ერთ მანდატს გარანტირებულად მიიღებს მინიმუმ ერთი სხვა საარჩევნო სუბიექტიც.

3. ერთი მაჟორიტარული მანდატი გადაეცემა საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორას და ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს ყველა იმ ქვეყანაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები.

ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ მზადაა გამართოს ღია კონსულტაციები ყველა პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენლებთან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არსებული საარჩევნო მოდელით გათვალისწინებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს.“- აღნიშნულია განცხადებაში

„გირჩი“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარული მანდატების გადანაწილებაის სქემასაც აქვეყნებს

თბილისი - 6 სამმანდატიანი მაჟორიტარული ოლქი.

ოთხმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:

1.მესტია, აბაშა, სენაკი, მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ფოთი

2.ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური



სამმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:

1.საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, დედოფლისწყარო

2.ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, ახმეტა

3.გარდაბანი, მარნეული

4.კასპი, ქარელი, ხაშური

5.ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო

6.ხარაგაული, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, ბაღდათი

7.ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე

8.სამტრედია, ხონი, წყალტუბო

9.ქუთაისი

10.ჩხოროწყუ, ზუგდიდი

11.ბათუმი



ორმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:

1.რუსთავი

2.მცხეთა, თიანეთი, დუშეთი, ყაზბეგი

3.გორი

4.ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა

5.ახალქალაქი, ნინოწმინდა

6.ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური

ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები:

1. ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი

2. დიასპორა






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42