საქართველოს ავტოკრატიულ რეჟიმს პოლიციის ოფიცერთა ბედი ეწირება - ზაზა ჭაია
სოც.მედია - 22:30, 04 Dec, 2015     2366

"სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" წევრი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ზაზა ჭაია ე.წ. "კორტების სპეცოპერაციის" საქმეზე დაკავებული გიორგი ცააძის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.

"საქართველოს ავტოკრატიულ რეჟიმს, პოლიციის ოფიცერთა ბედი ეწირება. რეჟიმის დაკოჭლებული სასამართლო არად დაგიდევთ, არც სამართალს და არც სიმართლეს და ვიღაცის ნებიდან გამომდინარე, ციხეში ყრის პოლიციელებს. გიორგი ცააძის ღირსება, სიმამაცე და პროფესიონალიზმი, ყველა სახელმწიფო ფორმაციას ეჩხირებოდა თვალში, თუმცა მის თავს დატრიალებულმა უსამართლობამ, უკვე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გიორგი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და როგორც კი შეიტყო, კორტების ღონისძიებაზე დაწყებული გამოძიება, თავის ნებით დაბრუნდა საქართველოში, რათა არავის ეფიქრა, რომ გაექცა გამოძიებას. როცა პოლიციელთა დაპატიმრებები დაიწყო, გიორგი, პრესისას და ტელევიზიის თვალწინ, თავის ფეხით გამოცხადდა გენერალურ პროკურატურაში , რათა არავის ეფიქრა, რომ ემალებოდა გამოძიებას. თავისი სიმართლის და სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაიმედებული, გიორგი თავის ფეხით წავიდა ციხეში, რათა საზოგადოებისთვის, რომლის ცნობადობაც მას არ აკლია, თავის სიმართლე სასამართლოში დაემტკიცებინა. თუმცა მოსამართლემ, რომელსაც პროცესები საკმაოდ ობიექტურად მიყავდა, რომელმაც ნახა, რომ ცააძის წინააღმდეგ მტკიცებულებები ხელოვნური იყო, რომელიც მშვენივრად მიხვდა, რომ ცააძეს იარაღი ნასროლიც კი არ ჰქონდა, მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ცააძეს განაჩენი განზრახ მკვლელობით გამოუტანა. მე დღეს ჩემი მეგობრის ბედს ვწუხვარ, რომელიც სახელმწიფომ უსამართლოდ გაწირა, თორემ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან შედავებას არც ვიფიქრებდი.ვწუხვარ იმასაც, რომ ფეოდალური საქართველოს მდივანბეგთა სასამართლოს, გაცილებით მეტი ნდობა ჰქონდა, ვიდრე „დემოკრატიულ საქართველოს“, „დამოუკიდებელ სასამართლოს“. გიორგი ცააძის განაჩენით, სასამართლომ მოკლა სამართლიანობის განცდა და განაჩენი საკუთარ თავს გამოუტანა!"- წერს ზაზა ჭაია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42