აჭარა თურქეთთან შეერთება არ მოხდება, ეს უცოდინარობა და პროვოკაციაა - თურქეთის ელჩი
პოლიტიკა - 22:25, 04 Dec, 2015     4161

თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუს განცხადებით, თურქეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, მისი ქვეყანა პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ხოლო საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მოსაზრებების გავრცელება იმის შესახებ, რომ თურქეთი აჭარის რეგიონის მიერთებას აპირებს უცოდინარობის ან მიზანმიმართული პროვოკაციის გამო ხდება. აღნიშნულ განცხადება თურქმა დიპლომატმა გადაცემა მაესტროს ფაქტორში გააკეთა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავით-ოღლუს განცხადებას შეეხებოდა, რომელიც მან თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გააკეთა და რომლის მიხედვითაც, თურქეთი აშენებს ახალ ოსმალეთის იმპერიას, რომლის საზღვრებში იქნება აჭარა.

"მეუბნებიან, როდის შეუერთდება აჭარა თურქეთს. არ ვიცი, ასეთი რამ არ მოხდება. საიდან მოდის საერთოდ ასეთი იდეები? – ალბათ, უცოდინრობის გამო ან გარკვეული პროვოკაციებიდან გამომდინარე. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მსგავსი რამ არ ხდება, რაც შეეხება დავით ოღლუს განცხადებას. მაშინ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და მსგავსი რამ არ უთქვამს. თურქეთი პატივს სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ნებისმიერი ქვეყნის, განსაკუთრებით კი მეგობრული ქვეყნისას, როგორიც არის საქართველო. რაც შეეხება საქართველოს და აჭარას, ბოლო 25 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი, ჩვენ არაერთგზის ვაჩვენეთ საქართველოს და დავუმტკიცეთ, რომ თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება", - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, საქართველოს მთლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, როგორც – თურქეთის ერთიანობა.

"ეს ცხადია და ბუნებრივია, რადგან ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო გახდა ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი: თურქეთის ინვესტიციები არის საკმაოდ ფართოდ წარმოდგენილი, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ჩვენ ვეხმარებით და მხარს ვუჭერთ საქართველოს ჰუმანიტარული განვითარების თვალსაზრისით და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ბიზნეს-აქტიურობა ძალიან გავრცელებულია აჭარაში", – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თქმით, თურქეთის 10-დან 9 მოქალაქე საქართველოს ისტორიულ პარტნიორად აღიარებს.

"გამომდინარე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან, რომელიც ცდება სწორედ მხოლოდ სავაჭრო პარტნიორობას და ასევე, სხვა პროექტებზე, რომელიც არის თბილისი-ყარსის და ბაქო-ჯეიჰანის პროექტები, არა მგონია, რომ არსებობდეს თურქეთში ვინმე, ვინც ამის წინააღმდეგ გამოვა და იტყვის, რომ საქართველოს გარკვეული ტერიტორია შეიძლება ეკუთვნოდეს თურქეთს და ის ნდობა, რომელიც ჩვენ განვავრცეთ და გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის, არა მხოლოდ უვიზო რეჟიმი გვაქვს, პასპორტიც კი არ სჭირდება საზღვრის გადაკვეთას. ყოველ წელს 6 მილიონი საქართველოს მოქალაქე კვეთს თურქეთის საზღვარს. თურქეთს არ აქვს არანაირი ამბიცია არც დომინაციის, არც არანაირი სხვა ამბიცია. ჩვენ პატივს ვცემთ ტერიტორიულ მთლიანობას და გვინდა, რომ საქართველო იყოს სტაბილური, ასევე, მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამას ვაკეთებთ სხვადასხვა ფორმატში 24 საათის რეჟიმში, რათა სწორედ ვარშავის მინისტერიალზე დაფიქსირდეს. ამას მხოლოდ საქართველოსთან კარგი ურთიერთობის გამო კი არ ვაკეთებთ, არამედ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება იქნება თურქეთისთვის მომგებიანი", – განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42