ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არ მისცეს საშუალება, მიიღოს მონაწილება მომავალი წლის არჩევნებში.
,,თუმცა მე არ მითქვამს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მსურს. ჩემი პარტია ისედაც ყველაზე პოპულარულია ახლა საქართველოში. ბოლო გამოკითხვებით. ის პირველ ადგილს აიღებდა. ამ გამოკითხვებით მას 30 პროცენტი უჭერდა მხარს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მთავარი ლიდერი ან საზღვარგარეთაა გაძევებული, ან კი ციხეში ზის. მმართველი პარტია მას რამდენიმე პროცენტით ჩამორჩება და მისი რეიტინგი განაგრძობს კატასტროფულ დაცემას.“ - აცხადებს სააკშვილი.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა. სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 30 ოქტომბრიდან დაიწყო.
საქარველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბრძანებულებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა სხვა ქვეყნის, უკრაინის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით. შესაბამისი ბრძანებულება პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 4 დეკემბრის N378 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს, დაბადებულს 1967 წლის 21 დეკემბერს“, - ნათქვამია ბრძანებულებაში.
მასალის გამოყენების პირობები






