მისი ინფორმაციით, გასული კვირის ხუთშაბათს მას ბავშვის მშობლებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ გოგონას ჩუტყვავილა ჰქონდა.
„ორშაბათშს დილით ბაღში რომ მოვედი, გავიგე რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინვე გოგნას ოჯახში მივედით. როგორც გავიგეთ გოგონას ჩუტყვავილა უფროსი დისგან გადაედო. ამის შემდეგ მას მაღალი სიცხეები ჰქონია. მშობლებმა დასახმარებლად პედიატრს მიმართეს. მას უთქვამს, რომ ჩუტყვავილამ სიცხეები იცის და საავადმყოფო საჭირო არ იყო. როგორც გარდაცვლილის დედამ გვითხრა, ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. აღმოჩნდა, რომ სეფსისი განვითარდა. ამის გამო ორივე თირკმელი გაითიშა. გაუკეთეს დიალეზი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბავშვი ინფექციურშიც ჰყავდათ, თუმცა იქ უთქვამთ რამდენიმე საათის დაგვიანებით მოიყვანეთო. როგორც ვიცი ამის შემდეგ გადაიყვანეს იაშვილის კლინიკაში“, - განაცხადა ნოზაძემ.
მისი ინფორმაციით, თავის დაზღვევის მიზნით საბავშვო ბაღში სწავლა 7 დეკემბრამდე გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები






