"ჯარიმების გაზრდა ესეთი ტიპის დარღვევებზე არაადეკვატურია" - NGO-ები შსს-ს ინიციატივას აკრიტიკებენ
პოლიტიკა - 15:18, 04 Dec, 2015     1181

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან და დაჯარიმების ახალ მეთოდებთან დაკავშირებით შსს-ს ინიციატივას აკრიტიკებენ.

მესამე სექტორის წევრებს დაგეგმილ სიახლესთან დაკავშირებით კითხვები აქვთ. როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ განაცხადა, უფრო სიღრმისეული პრობლემები არსებობს, რომელსაც შსს ყურადღებას უნდა აქცევდეს.

„როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებაზეა საუბარი, აქ უნდა იყოს საუბარი იმაზე, თუ რამდენად დგას სამინისტროში ყველაზე მწვავედ ეს პრობლემა. ჩვენ ვიცით, რომ სამინისტროში გაცილებით სიღრმისეული პრობლემებია, რომელიც გაცილებით მყისიერ რეაგირებას საჭიროებს“, - განაცხადა გურამ იმნაძემ.

არაადეკვატურს უწოდებს შსს-ს ახალ ინიციატივს „კონსტიტუციის 42-ე“ მუხლის წევრი არჩილ ჩოფიკაშვილიც.

„ჯარიმების და სანქციების გაზრდა ესეთი ტიპის დარღვევებზე არაადეკვატურია და შეუსაბამოა დღევანდელ სოციალურ ვითარებასთან“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო უწყებებთან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რაც შეეხება სიახლეს მძღოლებისთვის - საგზაო მოძრაობას პოლიცია ამოსაცნობი ნიშნების გარეშეც გააკონტროლებს. სიახლე გულისხმობს, რომ პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, მიკროავტობუსის ფორმის, წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით იმოძრავებენ. დარღვევები რეალურ დროში მოქალაქესთან კონტაქტის გარეშე დაფიქსირდება. ცვლილებები მართვის მოწმობებთან დაკავშირებითაც. შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის. მძღოლები რამდენჯერაც დაარღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს ქულებიც შესაბამისად დააკლდებათ. როდესაც ქულა ნულზე ჩამოვა მათ მართვის მოწმობა გააუქმდებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42